"ატმის ბაღი გავჩეხე, დღეს დაკითხვაზე იყვნენ, მთავრობას რას ემდურიო"

"ატმის ბაღი გავჩეხე, დღეს დაკითხვაზე იყვნენ, მთავრობას რას ემდურიო"

მას შემდეგ, რაც კახეთში, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ გია შაოშვილის მიერ 200 ძირი ატმის გაჩეხვის ინფორმაცია მედიით გავრცელდა, მასთან პოლიციიდან და ადგილობრივი გამგეობიდან ორჯერ მივიდნენ. შაოშვილის თქმით, პოლიციელებმა განმარტება მოსთხოვეს, რატომ ემდურება მთავრობას.

"დღეს იყვნენ დაკითხვაზე, მთავრობას რას ემდური, ატამი გაგიჩეხიაო. უნდა გამეჩეხა და გავჩეხე მეთქი და ახლა ის მკითხეს, ხანდაზმული იყოო? რა ეტყობა ხანდაზმულის, მსხმოიარე ატამია, ყუთი ღირს ორი ლარი და გავჩეხე. ეს არის გაჩეხვა? გადაგიჭრიაო. მაშ რა არის გაჩეხვა, ამას "საფეჩედ" დავჭრი და ძირს ამოვაგდებ. ზოგს ასხია, იმას ხომ არ გავკაფავდი, დავკრეფავ და გავკაჭავ. მარტო მუშას რომ ფული მივეცი, 10 000 ლარი მაქვს დახარჯული მაგაში, ერთი 10 000 ლარი მაინც სახლში ხომ უნდა მიმეტანა? არ გამოვიდა", - განაცხადა გია შაოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა