იაპონელი სტუდენტებისთვის კაფეში ანტისოციალური მაგიდები დაამონტაჟეს

იაპონელი სტუდენტებისთვის კაფეში ანტისოციალური მაგიდები დაამონტაჟეს

იაპონელმა სტუდენტებმა ტოკიოს უნივერსიტეტის კაფეში ანტისოციალური მაგიდების დამონტაჟება მოითხოვეს. მაგიდებს ერთმანეთისგან 50 სმ-ის სიმაღლის დაფა ჰყოფს.

უამრავ ქვეყანაში კომპანიებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში სასადილო ის ადგილია, სადაც ადამიანები საუბრით იქცევენ თავს, მაგრამ იაპონელი ახალგაზრდები ამას ყველა შესაძლო ხერხით გაურბიან.

სტუდენტები იმდენად არიან სწავლით დატვირთულები, რომ არ სურთ დრო ჭორაობაში დახარჯონ. მართალია კაფეში არის მაგიდები გამყოფი დაფების გარეშეც, მაგრამ ახალგაზრდების უმეტესობა მაინც bocchi seki-სთან სადილს ანიჭებს უპირატესობას. bocchi seki ქართულად "მარტოსულ ადგილს" ნიშნავს. გაუმჭვირვალე ბარიერი მეზობელ მაგიდასთან მჯდომ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას გამორიცხავს.

"ჩვეულებრივ მაგიდასთან როდესაც ზიხართ, მარტოსული ჩანხართ. ამასთან ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმე მოგიჯდეს და უარის თქმა უხერხულია. როდესც მეჩქარება და უაზრო საუბარზე დროის დახარჯვა არ მსურს bocchi seki-თან ვჯდები და მივირთმევ", - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

იდეა იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ტოკიოს უნივერსიტეტის მსგავსად, ანტისოციალური მაგიდები კობეს უნივერსიტეტშიც დაამონტაჟეს.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს