რას ამბობს თქვენი ტელეფონი თქვენს შესახებ

რას ამბობს თქვენი ტელეფონი თქვენს შესახებ

კომპანია TalkTalk Mobile-მა ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემებით აღჭურვილი სმარტფონების პატრონი 2000 ადამიანი გამოკითხა. კომპანიას იმის დადგენა სურდა, არის თუ არა რაიმე კავშირი პატრონსა და ტელეფონს შორის. როგორც აღმოჩნდა, ტელეფონს უამრავი რამის თქმა შეუძლია მფლობელზე.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც iOS-ის სისტემიანი iPhone-ი აქვთ, პატივმოყვარეები არიან და დიდძალ თანხას ხარჯავენ საკუთარ გარდერობზე და გარეგნობაზე, განსხვავებით BlackBerry-სა და Android-ის მფლობელებისგან. კვლევის შედეგად კი შემდეგი თვისებები გამოვლინდა:

თუ თქვენ iPhone-ის მფლობელი ხართ:

1. საკუთარ თავი მიმზიდველად მიგაჩნიათ

2. წარმატებული ხართ

3. ყველაზე მეტს სწორედ თქვენ მუშაობთ

4. თქვენი აზრით, თქენი უფროსი ძალიან გაფასებთ

5. გვიანობამდე შეგიძლიათ იმუშავოთ

6. კომუნიკაბელური ხართ

7. ხშირად მოგზაურობთ

8. ბევრ ფულს ხარჯავთ თავის მოვლასა და გარდერობის განახლებაში

9. საკუთარ თავში დარწმუნებული, მამაცი ხართ და გიყვართ ფლირტი

თუ Android-ის სმარტფონების მფლობელი ხართ:

1. კრეატიული ხართ

2. კარგი მზარეული ხართ

3. თავაზიანი ხართ

4. უპირატესობას ანიჭებთ კულტურის ან სპორტის სფეროში მუშაობას

5. ყველაზე გვიან ტოვებთ სამსახურს

6. ხშირად უყურებთ ტელევიზორს

7. სხვებთან შედარებით მეტ სპირტიან სასმელს სვამთ

8. მორიდებული, მოდუნებული, ჩაკეტილი და მშვიდი ხართ. არ გიყვართ სკანდალის მოწყობა.

თუ BlackBerry-ის სმარტფონების მფლობელი ხართ

1. ბევრ ფულს შოულობთ

2. უპირატესობას ანიჭებთ ფინანსების, კერძო საკუთრების ან ჯანდაცვის სფეროში მუშაობას

3. ყველაზე ნაკლებ დროს ატარებთ ოფისში

4. ყველაზე ხშირად რეკავთ და აგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს

5. კომუნიკაბელური ხართ

6. მიდრეკილი ხართ ხანგრძლივი ურთიერთობებისკენ

7. პუნქტუალური ხართ

8. ბევრ ჩაისა და ყავას სვამთ

9. ბევრი მეგობარი გყავთ

10. ენერგიული და მოურიდებელი ხართ

მომზადებულია infoniac.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს