აშშ-ში მანიაკი-მკვლელი ფსიქოლოგიის პროფესორი გახდა

აშშ-ში მანიაკი-მკვლელი ფსიქოლოგიის პროფესორი გახდა

ილინოისში უნივერსიტეტის 61 წლის პროფესორმა დამალა ფაქტი, რომ 46 წლის წინ საკუთარი ოჯახი ამოხოცა, ის უდანაშაულოდ სცნეს.

პროფესორის წარსულს, ტეხასში, ჯორჯთაუნის ერთ-ერთი გაზეთის რეპორტიორმა ახადა ფარდა. სწორედ მან გამოაქვეყნა ყველასთვის პატივსაცემი პედაგოგის, ჯეიმს სენტ-ჯეიმსის ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები.

ფსიქოლოგიის დოქტორი სენტ-ჯეიმსი, რომელმაც სასწავლო დაწესებულებაში 30 წელი იმუშავა, მანიაკი მკვლელი აღმოჩნდა, რომელმაც 1967 წლის 4 აგვისტოს, 15 წლის ასაკში საკუთარი ოჯახის წევრები დახვრიტა.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მამაკაცის ნამდვილი სახელი და გვარი ჯიმ ვოლკოტია.

46 წლის წინ მან მამა, გორდონი, 17 წლის და, ლიბი და დედა, ელიზაბეტი დაოხოცა.

როდესაც ვოლკოტების სახლში პოლიცია მივიდა, ბიჭმა დაუყოვნებლივ აღიარა დანაშაული.

დაკითხვაზე ჯიმი ირწუმებოდა, რომ ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა და დაავადება მაშინ გაურთულდა, როდესაც "წებოს შესუნთქვა" დაიწყო.

მკვლელმა განაცხადა, რომ ვერ იტანდა ოჯახის წევრებს და ეგონა, რომ ყველა მისი ჭკუიდან გადაყვანას ცდილობდა. ბიჭმა თქვა, რომ დედამისი "საჭმელს ხმამაღლა ღეჭავდა". ჯიმის აზრით, ეს მისი "განადგურების" მცდელობა იყო. რაც შეეხება მამას, ის ბევრ რამეს უკრძალავდა, მათ შორის ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო სიმბოლოების ტანსაცმელზე დამაგრებას. დის ლაპარაკი კი ნერვებს უშლიდა.

სასამართლო პროცესი 6 თვეს გაგრძელდა. 15 წლის ჯიმს მკვლელობაში დასდეს ბრალი. საბოლოოდ, სასამართლოს ექიმებმა მას დიაგნოზი - პარანოიდული შიზოფრენია დაუსვეს. ჯიმ ვოლკოტი  ფსიქიკური მდგომარეობის გამო უდანაშაულოდ სცნეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.

ექვსი წლის შემდეგ ვოლკოტის საქმე გადაიხედა. ის ჯანმრთელად სცნეს და გაათავისუფლეს.

1988 წელს ჯიმმა სახელი შეიცვალა და ჯეიმს სენტ-ჯეიმსი დაირქვა. მოგვიანებით დოქტორის ხარისხი მიიღო და უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.

"მხოლოდ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ დოქტორ სენტ-ჯეიმსის წარსულის შესახებ. ჩვენ ვთვლით, რომ ახალგაზრდობისას მოხდარი ისტორიის შემდეგ, მისი მცდელობა, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, დაუჯერებელია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კვლავაც განაგრძობს ჩვენს უნივერსიტეტში მუშაობას", - აცხადებენ უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები.

სენტ-ჯეიმსს მხარი თანამშრომლებმაც დაუჭირეს.

"ის მართლაც კარგი ადამიანია. მასთან უამრავი კარგი მოგონება მაქვს. ძალიან მეცოდება. ახლა მთელი მისი ცხოვრება გადატრიალდება", - აცხადებს კოლეჯის ყოფილი მოსწავლე ლანა ჰინშოუ კლანი.

უმაღლესში მისი მუშაობის გაგრძელების სასტიკი წინააღმდეგია ქალაქის საბჭოს წევრი დოუსონი.

"ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. მე რომ სტუდენტების მშობელი ვიყო, შემაწუხებდა ის ფაქტი, რომ ჩემს შვილს ნასამართლევი, მანიაკი მკვლელი ასწავლის", - აცხადებს დოუსონი.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს