10 წლის ბიჭმა ბებიის სახლის სხვენზე ეგვიპტური მუმია აღმოაჩინა

10 წლის ბიჭმა ბებიის სახლის სხვენზე ეგვიპტური მუმია აღმოაჩინა

გერმანიის ჩრდილოეთით, 10 წლის ბიჭმა ალექსანდრ კეტლერმა ბებიის სახლის სხვენზე ძველეგვიპტური მუმია აღმოაჩინა.

ბავშვი სხვენზე სათამაშოდ ავიდა და შემთხვევით აღმოაჩინა სარკოფაგი, რომელზეც ძველი ეგვიპტური იეროგლიფები იყო ამოკვეთილი. მასში მუმია იწვა.

როგორც ბიჭის მამა იტყობინება, მუმია მართლაც შეიძლება ძველი ეგვიპტური იყოს. მისი თქმით, მისმა მამამ 1950-იან წლებში ეგვიპტის ტერიტორიაზე მართლაც იყიდა სარკოფაგი და გერმანიაში ჩამოიტანა. მოგვიანებით შენაძენი ყველას გადაავიწყდა, ახლა კი ის ოჯახის "პატარა არქეოლოგმა" აღმოაჩინა.

როგორც TOPNew-ი იტყობინება, ახლა ძველ არტეფაქტს ბერლინელი მეცნიერები შეისწავლიან.

მომზადებულია TOPNew-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს