კულინარებმა ხელოვნური ხორცი დაამზადეს

კულინარებმა ხელოვნური ხორცი დაამზადეს

ლონდონში სინთეტიკური ხორცისგან დამზადებული ბურგერი დააგემოვნეს. ბურგერის ხორცი ძროხის ღეროვანი უჯრედებისგან შეიქმნა. ხელოვნურ ფარშს გემოს გასაუმჯობესებლად მარილი, კვერცხის ფხვნილი, პურის ორცხობილა, ზაფრანა და ჭარხლის წვენი დაუმატეს.

უჩვეულო 140-გრამიანი საჭმელი ორმა კულინარიის ექსპერტმა წარმოადგინა. დეგუსტატორები კულინარული წიგნების ავტორი ამერიკელი ჯოშ შონვალდი და ავსტრიელი გასტრონომიის მკვლევარი ჰანი რუტცლერი იყვნენ. ბურგერის გემოს აღწერისას, რუტცლერმა აღიარა, რომ უფრო მეტად ნაზ და წვნიან კონსისტენციას ელოდა.

მისი თქმით, მშრალს ხორცს ცხიმის ნაკლებობა ხდის. ზოგადად კი მათ ბურგერის გემო მოეწონათ.

სინთეტიკური ხორცის შექმნაზე 30 000-ზე მეტი ევრო დაიხარჯა. კულინარიული გამოგონების ერთ-ერთი სპონსორი Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინია. ბრინის თქმით, იგი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს ტექნოლოგიებს, რომლებიც ადამიანებს სამყაროს ახლებურად დანახვის საშუალებას აძლევენ.

ბურგერის შემქმნელი ჰოლანდიელი მეცნიერი, მასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ პოსტია. მისი თქმით, ხელოვნური ხორცი 10-20 წელიწადში ხორცის პროდუქტებს ჩაანაცვლებს. მეცნიერმა განაცხადა, რომ ხელოვნური ხორცი ადამიანებს სასურსათო კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს