ნინი ბადურაშვილის და ქრისტინე იმედაძის მტკიცებით, ქეთა თოფურიას ინტერვიუ ყალბია

ნინი ბადურაშვილის და ქრისტინე იმედაძის მტკიცებით, ქეთა თოფურიას ინტერვიუ ყალბია

ჟურნალ "გზაში" ქეთა თოფურიას ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელიც ჟურნალისტმა "ფეისბუქის" მეშვეობით აიღო. დღეს ქეთას მეგობრები, ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე აცხადებენ, რომ თოფურიას "ფეისბუქი" არ აქვს და შესაბამისად მისი ინტერვიუ ყალბია.

"ყველას საყურადღებოდ! ქეთა თოფურიას არა აქვს "ფეისბუქი" და შესაბამისად, ჟურნალ "გზაში" დაბეჭდილი გუშინდელი ინტერვიუ არ არის მისი მიცემული! ქეთას სახელით ვინც ლაპარაკობს, იმას მივმართავ, რომ ეს ისჯება კანონით, ამიტომ მოეშვით სხვისი სახელით ინტერვიუების მიცემას!" - წერს ბადურაშვილი.

"პატივცემულო ჟურნალისტებო , ქეთა თოფურიას არ ააქვს არანაირი Facebook-გვერდი , შებამისად არსებული ყველა მისი გვერდი არის ყალბი ! რამდენიმე ქეთას კომენტარი თუ ინტერვიუ რომელიც ყალბი ქეთას Facebook-ის მეშვეობით გაკეთდა, არ შეესაბამება სიმართლეს ! დიდი მადლობა" - დაწერა ქრისტინე იმედაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს