რა ღირს აბასთუმანში დასვენება?

რა ღირს აბასთუმანში დასვენება?

უნიკალური კლიმატითა და მინერელური წყლებით განთქმულ აბასთუმანში საკურორტო სეზონის დასრულებამდე ერთი თვე რჩება. ვნახოთ გართობის რა საშუალებებია და რა ღირს აბასთუმანში დასვენება.

აბასთუმანში კერძო ბინაში ღამის გათევა საშუალოდ 20 ლარიდან იწყება და 100-120 ლარამდე ადის, სასტუმროებში ფასები 25 -დან 85 ლარამდე მერყეობს. ამჟამად კურორტზე სამი სასტუმრო, ორი საოჯახო სასტუმრო და ორი ღია კაფე ფუნქციონირებს.

აბასთუმნის პარკი ერთადერთია, სადაც პატარებს გართობა შეუძლიათ. პარკის ერთ მხარეს ადგილობრივები ცხენებს აქირავებენ და ერთი წრე მსურველს ერთი ლარი უჯდება. ცხენების გარდა, პარკში ველოსიპედებითა და კვადროციკლებით სეირნობაც შესაძლებელია. კურორტზე მსურველს ცურვის სწავლაც შეუძლია, აბასთუმნის აბანოებში ერთი ადამიანისთვის საათნახევარი 5 ლარი ღირს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა