კანადაში ტერარიუმიდან გაქცეულმა გველმა ორი ბავშვი დაახრჩო

კანადაში ტერარიუმიდან გაქცეულმა გველმა ორი ბავშვი დაახრჩო

კანადის სამხრეთით მდებარე ქალაქ კემპბელტონში კერძო ზოომაღაზიის ტერარიუმიდან გაქცეულმა მახრჩობელა გველმა ორი ბავშვი (5 და 7 წლის) იმსხვერპლა. როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი ჟული როჯერს-მარში აცხადებს, ტრაგედია 5 აგვისტოს ღამეს მოხდა.

უცნობია, როგორ შეძლო გველმა ზოომაღაზია "რეპტაილ ოუშენის" ვოლიერიდან თავის დაღწევა - ვოლიერი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული, მეორე სართულზე კი ზოომაღაზიის მეპატრონე ცხოვრობდა. სავენტილაციო გაყვანილობის გავლით გველმა მეორე სართულზე ააღწია, სადაც მაღაზიის მეპატრონესთან სტუმრად მყოფ ბავშვებს ეძინათ.

"წინასწარი ინფორმაციით, მახრჩობელა გველმა ბავშვები ძილში გაგუდა", - აღნიშნა როჯერს-მარშმა. პოლიცია დილით გამოიძახეს, სამართალდამცველებმა რეპტილია დაიჭირეს.

"ქალაქის მოსახლეობა შოკშია" , - განაცხადა მერის მოადგილე იენა კომომ.

ამ დროისთვის ზოომაღაზიის მეპატრონე და მისი რამდენიმე თანამშრომელი დაკავებულნი არიან. მათ დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს