"საშინელი სიტუაციაა, მაგრამ დაბადების დღე გვაქვს და არ ვიქეიფოთ?"

"საშინელი სიტუაციაა, მაგრამ დაბადების დღე გვაქვს და არ ვიქეიფოთ?"

პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული გაგა მკურნალიძის მამა, ავთო მკურნალიძე დღევანდელ ხელისუფლებასთან სრულ კოჰაბიტაციაშია. ავთო მკურნალაძე, ოზურგეთის გამეგებელი, კოტე შარაშენიძე და მისი თანამშრომლები, გურიანთის რწმუნებული ბახვა კვერღელიძე და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ მჟავია, სხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, 6 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდნენ. ამ ამბავმა ადგილობრივები აღაშფოთა, რადგან წინა დღეს სოფელ გურიანთის მკვიდრი გოჩა გუჯაბიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ავტომატით ჩაცხრილეს.

"ბახვას დაბადების დღეა და აღვნიშნავთ მეგობრები და შინაურები. თქვენ ვერ დაინახეთ? საშინელი სიტუაციაა, მაგრამ დაბადების დღე გვაქვს და რა ვქნათ, არ ვიქეიფოთ?", - განაცხადა გურიანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ მჟავიამ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა