უკანა ფშავის 5 სოფელი 3 კვირაა გარესამყაროს არის მოწყვეტილი

უკანა ფშავის 5 სოფელი 3 კვირაა გარესამყაროს არის მოწყვეტილი

დუშეთის რაიონში, უკანა ფშავის 5 სოფელი სამი კვირაა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლებთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მდინარემ წაიღო. უკანა ფშავში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი საკვების და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი. სოფლებთან სატელეფონო კავშირის დამყარებაც შეუძლებელია.

დუშეთის გამგებლის ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ტექნიკის სიმწირის გამო სამუშაოების ჩატარება დროულად ვერ ხერხდება. მისი განცხადებით, ანალოგიური მდგომარეობაა ჭართალის თემშიც.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა