ზღაპრის გაგრძელება: "ისინი არ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"

ზღაპრის გაგრძელება: "ისინი არ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"

რა ხდება მას შემდეგ, რაც ყველა ჩვენი საყვარელი ზღაპარი სრულდება სიტყვებით: "და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად". ამბის გაგრძელებას ფოტოგრაფი დინა გოლდშტაინი გვთავაზობს. მის ფოტოსესიას "დაცემული პრინცესები" ქვია. ფოტოგრაფის აზრით, "დისნეის" ყველა პრინცესას საბოლოოდ ტრაგიკული ცხოვრება ელის, რაზეც ნამდვილად არ ითქმის "ბედნიერი" - გასუქება, ალკოჰოლიზმი, უბედური ქორწინება.

ფოტოპროექტის მიხედვით, პოკაჰოტასი შინაბერად დარჩა და ცხოველებთან ერთად ცხოვრობს, ბელი პლასტიკური ქირურგიის წყალობით ურჩხულად იქცა, ფიფქია მრავალშვილიანი დედა გახდა, ხოლო არიელი აკვარიუმში გამოამწყვდიეს.

დინა გოლდშტაინი წარმოშობით ებრაელია. მისი ფოტოსესია ერთგვარი პროტესტია ზღაპრის ტრადიციული დასასრულისადმი და რეალურ ცხოვრებას ასახავს.

გოლდშტეინმა ბარბისა და კენის მომავალიც "განჭვრიტა" და დაასკვნა, რომ კენი ჰომოსექსუალი გახდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს