იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ფინანსთა მინისტრს - "ისევ კარტოფილზე ისაუბროთ ჯობია"

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ფინანსთა მინისტრს - "ისევ კარტოფილზე ისაუბროთ ჯობია"

იმერეთის ახლადდანიშნული ვიცე-გუბერნატორი, ამირან ძოწენიძე ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნოდარ ხადური ქუთაისის ბიუჯეტზე საუბრობს. მინისტრი აცხადებს, რომ ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტი მძიმე დღეშია.

"ეჰ ბატონო ხადურო, რაც არ იცით იმაზე საუბარს, ისევ კარტოფილზე ისაუბროთ ჯობია. ისე, რომ იცოდეთ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი და მისი მაკონტროლებელი საკრებულოს უმრავლესობაა. საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, შარშან ვინც იყო საკრებულოს უმრავლესობაში, წელსაც იგივე ხალხია, თუმცა ამჯერად "ქართული ოცნების" სახელით. ბატონო მინისტრო, მართალია ქვეყნის გარღვეული ბიუჯეტის ფონზე, თვითმმართველობის საქმეებში არაკომპეტენტური ცხვირის ჩაყოფა, როგორც მინიმუმ თავხედობაა, თუმცა რახან ჩაერიეთ, მაშინ მოიკითხეთ, რატომ არ გამოჰქონდა საკრებულოს აუქციონზე გასაყიდად მიწა და სხვა აქტივები?" - მიმართავს ძოწენიძე ხადურს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა