რატომ ატყუებენ ხელოსნები ქალებს

რატომ ატყუებენ ხელოსნები ქალებს

ავ­ტო­მან­ქა­ნის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კითხ­ებ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლი ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რუს­თა­ვის ავ­ტოდ­რო­მის დი­რექ­ტო­რი მევ­ლუდ მე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რა თქმა უნ­და, სა­სურ­ვე­ლი­ა, ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი ზო­გა­დად კარ­გად ერ­კვე­ო­დეს ავ­ტო­მან­ქა­ნის "ფი­ზი­კა­ში", მი­სი გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ში, ად­რე ამ სა­განს სკო­ლა­შიც კი ას­წავ­ლიდ­ნენ, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ხე­ლოს­ნის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ა, ძა­ლი­ან კარ­გა­დაც რომ ვერ­კვე­ო­დეთ, "თეთ­რი ლა­ქე­ბი" დაგ­ვრჩე­ბა. ქა­ლე­ბი კი­დევ უფ­რო ცუ­დად ერ­კვე­ვი­ან. კაცს სა­უ­ბარ­ში მა­ინც ექ­ნე­ბა გა­გე­ბუ­ლი დე­ტა­ლის, "რას­პრედ­ვა­ლის" (გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ლილ­ვის) თუ "გლუ­ში­ტე­ლის" (მა­ყუ­ჩი) სა­ხელ­წო­დე­ბა, მე­გო­ბარს და­ე­კითხ­ე­ბა და ის მა­ინც ეტყ­ვის, მო­გატყ­უ­ე­სო, ქა­ლე­ბი კი ამა­ზე არა­სო­დეს ლა­პა­რა­კო­ბენ. ხე­ლო­სა­ნიც მი­იჩ­ნევს, რომ ქა­ლის მოტყ­უ­ე­ბა უფ­რო იო­ლი­ა, თან ფიქ­რობს, რა­კი მან­ქა­ნა ჰყავს, შეძ­ლე­ბუ­ლი "პატ­რო­ნიც" ეყო­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე ლარ­ზე არ შე­ე­ვაჭ­რე­ბა. ზოგ­ჯერ ისიც ხდე­ბა, რომ ხე­ლო­სა­ნი მარ­თლა ცდე­ბა და თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ დე­ტა­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, მა­მა­კა­ცის მან­ქა­ნა­ში უკანვე ჩადებს, ქალ­თან კი ამის აღი­ა­რე­ბა უჭირს. ამი­ტომ მთა­ვა­რი მა­ინც მომ­სა­ხუ­რე­ბის, სერ­ვი­სის დახ­ვე­წა­ა. ა­მი­ტო­მაც არი­ან სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში მე­ნე­ჯე­რე­ბი, რამ­დე­ნი­მე, 2-3 კა­ცი წყვეტს, რა სჭირს ავ­ტო­მან­ქა­ნას და შე­საც­ვლე­ლია თუ არა დე­ტა­ლი, ერ­თი ხე­ლო­სა­ნი კლი­ენტს უფ­რო ად­ვი­ლად ატყ­უ­ებს. უნ­და შე­იქ­მნას ხე­ლოს­ნე­ბის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი თუნ­დაც 5-კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ა, რო­მე­ლიც სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ივ­ლის და შე­ა­მოწ­მებს, რო­გორც სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცი­ა. რო­ცა ხე­ლო­სანს ეცო­დი­ნე­ბა, რომ არ­სე­ბობს კონ­ტრო­ლი, მე­ტად იფ­რთხი­ლებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს