რა მო­აქვს ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ყაზ­ბე­გის რე­გი­ო­ნის­თვის?!

რა მო­აქვს ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ყაზ­ბე­გის რე­გი­ო­ნის­თვის?!

ამ ბო­ლო დროს მე­დი­ა­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რა­ი­ონ­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უკეთ გარ­კვე­ვის მიზ­ნით ვე­სა­უბ­რეთ ენერ­გე­ტი­კი­სა და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, გე­ო­ლო­გი­ა-­მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ ომარ ქუც­ნაშ­ვილს.

- ბა­ტო­ნო ომარ, რამ­დე­ნი ჰე­სი შენ­დე­ბა ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში და კი­დევ რამ­დე­ნის აშე­ნე­ბაა და­გეგ­მი­ლი?

- ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შა­ო­ბენ სამ პრო­ექ­ტზე, მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და­რი­ალ­ჰეს­სა (109 მგვტ) და ლარ­სი­ჰეს­ზე (19 მგვტ), ხო­ლო გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ნე­ბარ­თვებს ყაზ­ბე­გი­ჰე­სი (6 მგვტ) ელო­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნის და­ნარ­ჩენ ჰე­სებს, ლა­პა­რა­კია შვიდ პრო­ექ­ტზე. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ შე­იძ­ლე­ბა ჰიდ­რო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რი აშენ­დეს, მაგ­რამ მა­ნამ­დე უნ­და გა­მოჩ­ნდეს ინ­ვეს­ტო­რი, რო­მე­ლიც მი­მარ­თავს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს და შე­ის­წავ­ლის რო­მე­ლი­მე ამ პრო­ექტს. ამის შემ­დეგ და­იწყ­ე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლა, ტექ­ნი­კურ­-ე­კო­ნო­მი­კუ­რად და­სა­ბუ­თე­ბა მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ. ჰიდ­რო ან ნე­ბის­მი­ე­რი ელექ­ტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს არის საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შაო - შეს­წავ­ლის, დაპ­რო­ექ­ტე­ბის, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი. ჰე­სე­ბის აშე­ნე­ბა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, ყვე­ლა ეტა­პის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად გავ­ლა და შეს­რუ­ლე­ბა.

- რა ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ეს ჰე­სე­ბი ქვეყ­ნის ენერ­გო­სექ­ტორს?

- რო­გორც ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში, ასე­ვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშე­ნე­ბა­რე ჰე­სებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ვეს­ტორ კომ­პა­ნი­ებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს მე­მო­რან­დუ­მი, სა­დაც გა­წე­რი­ლია ასა­შე­ნე­ბე­ლი ჰე­სის სა­ვა­რა­უ­დო სიმ­ძლავ­რე, ჰე­სი­დან მი­სა­ღე­ბი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბა და ფა­სი, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ოდე­ნო­ბა. ჰეს­ში, რო­გორც სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტში, ჩა­დე­ბუ­ლი ფუ­ლი პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის­კენ. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი სა­ხელ­მწი­ფო ელექ­ტრო­სად­გუ­რი­დან იღებს ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ას შე­თან­ხმე­ბუ­ლი ტა­რი­ფის მი­ხედ­ვით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მზარ­დი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის ოპ­ტი­მა­ლუ­რი და ხელ­საყ­რე­ლი ფა­სი მომ­ხმა­რე­ბელ­თათ­ვის.

მა­გა­ლი­თად, მე­მო­რან­დუ­მის მი­ხედ­ვით, და­რი­ალ­ჰე­სი სა­ხელ­მწი­ფოს 2025 წლამ­დე, 12 თვის მან­ძილ­ზე, ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ას 9 თეთ­რად მი­აწ­ვდის, მა­შინ რო­დე­საც დღეს იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის სა­შუ­ა­ლო ფა­სი 8,0 აშშ ცენ­ტია და ეს ფა­სი მუდ­მი­ვად მზარ­დია (გა­სულ წელს სა­შუ­ა­ლოდ 6,4 აშშ ცენ­ტი იყო). პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, 2025 წლის­თვის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის ფა­სი 15 ცენ­ტზე მე­ტი იქ­ნე­ბა. ასე რომ, ქვე­ყა­ნა­ში გე­ნე­რა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ენერ­გო­უ­საფ­რთხო­ე­ბის ზრდას ნიშ­ნავს.

- რა ეკო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნი რე­გი­ონ­ში მშე­ნე­ბა­რე ჰე­სე­ბის გა­მო. რა აწუ­ხებს მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ყაზ­ბე­გის რე­გი­ონ­ში მშე­ნე­ბა­რე ჰე­სე­ბის გა­მო გა­რე­მო­ზე ზე­გავ­ლე­ნა მი­ნი­მა­ლუ­რი, უმ­ნიშ­ვნე­ლო იქ­ნე­ბა. მშე­ნე­ბა­რე ჰე­სე­ბი დე­რი­ვა­ცი­უ­ლი ტი­პი­სა­ა, რაც ნიშ­ნავს წყლის ბუ­ნებ­რი­ვი ნა­კა­დის მი­მარ­თვას ტურ­ბი­ნებ­ზე წყალ­სა­ცა­ვის შექ­მნის გა­რე­შე. მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი არ და­იტ­ბო­რე­ბა.

ყვე­ლა ჰიდ­როპ­რო­ექტს აქვს გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც გა­წე­რი­ლია შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს ან ანე­იტ­რა­ლებს გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, მას ყვე­ლა­ზე მე­ტად და­საქ­მე­ბის სა­კითხი აწუ­ხებს. გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბის თა­ნახ­მად, ინ­ვეს­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლი­ა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ა­საქ­მოს. მო­სახ­ლე­ო­ბას ზო­გი­ერთ სა­კითხ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაც აქვს. მა­გა­ლი­თად, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ხში­რად ავ­რცე­ლე­ბენ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს თერ­გის მთლი­ა­ნი ხარ­ჯის 90% მი­ლებ­ში მო­ექ­ცე­ვა და არა სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ხარ­ჯის 90%. სწო­რედ ასე­თი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ჰიდ­როპ­რო­ექ­ტე­ბის მი­მართ.

- რას ნიშ­ნავს მდი­ნა­რე­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი წყლის 10%?

- ეს ნიშ­ნავს, რომ მდი­ნა­რის იმ მო­ნაკ­ვეთ­ზე, რაც არ­სე­ბობს ჰე­სის სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბის გას­წორ­ში (ად­გილ­ზე, სა­ი­და­ნაც ხდე­ბა წყლის აღე­ბა), სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ხარ­ჯის (მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი რიცხ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლი) 10% მუდ­მი­ვად მდი­ნა­რე­ში უნ­და იყოს და­ტო­ვე­ბუ­ლი. მა­შინ, რო­დე­საც გა­ზაფ­ხულ­ზე, წყალ­დი­დო­ბი­სას, იმა­ვე მდი­ნა­რე­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ე­დი­ნე­ბო­დეს 245-დან 450 მდე მ3/წმ, ხო­ლო ჰე­სი აი­ღებს, ვთქვათ, 30 მ3/წმ-ში, მდი­ნა­რე­ში მო­დი­ნე­ბულ წყალს არც ეტყ­ო­ბა დაკ­ლე­ბა.

- მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ ნა­წილ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რით, მდი­ნა­რე ყუ­როს ჩა­მო­ტა­ნი­ლი ქვე­ბი თერგს გა­აქვს და ჰე­სის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მდი­ნა­რე­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი 10% წყა­ლი ვერ შეძ­ლებს ქვე­ბის გა­ტა­ნას, რაც მდი­ნა­რის ქვე­ბით ამოვ­სე­ბას და შემ­დგომ­ში მის ადი­დე­ბას გა­მო­იწ­ვევს. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს არ­გუ­მენ­ტი?

- ვი­მე­ო­რებ, მო­სახ­ლე­ო­ბა არას­წო­რად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. მდი­ნა­რე ყუ­რო მარ­თლაც ღვარ­ცო­ფუ­ლი ხე­ვი­ა, რო­მელ­საც რე­გი­ონ­ში წყა­ლუხ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ტა­ნი გა­მო­აქვს. ყუ­როს გა­მო­ნა­ტა­ნი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ან მაქ­სი­მუმ ორ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად თან­ხვედ­რა­შია იმ მო­მენ­ტთან, რო­დე­საც თვი­თონ მდი­ნა­რე თერ­გი არის წყა­ლუხ­ვი. ხში­რად მდი­ნა­რე თერ­გში ამ მო­მენ­ტის­თვის 60-70 და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი 70 პრო­ცენ­ტზე მე­ტი წყა­ლი რჩე­ბა. სხვა­ნა­ი­რად რომ ავ­ხსნათ, რო­დე­საც ყუ­როს მო­აქვს ღვარ­ცო­ფი, თერ­გიც მა­ში­ნაა ადი­დე­ბუ­ლი და აი, ამ დროს მი­სი ტრან­ზი­ტუ­ლი ენერ­გია ნა­ტა­ნის გა­სა­რეცხ­ად საკ­მა­რის­ზე მე­ტი­ა. ყაზ­ბე­გი­ჰე­სის, რომ­ლის გან­თავ­სე­ბაც იგეგ­მე­ბა მდი­ნა­რე ბრო­ლის­წყალ­ზე, არც ერთ ჰიდ­რო­ტექ­ნი­კურ ნა­გე­ბო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გა­აჩ­ნია ხსე­ნე­ბულ პრობ­ლე­მას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრობ­ლე­მა­ზე მი­სი ზე­მოქ­მე­დე­ბა ნუ­ლის ტოლ­ფა­სი­ა.

- მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალ­მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი­დან კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. ეს პრობ­ლე­მა ყაზ­ბე­გის რე­გი­ონ­შიც მწვა­ვედ დგას, რა­საც ხში­რად უკავ­ში­რე­ბენ ჰიდ­რო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას.

- უც­ნა­უ­რი­ა, რო­ცა რე­გი­ონ­ში რა­ი­მე ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას მიგ­რა­ცი­ას უკავ­ში­რე­ბენ. პი­რი­ქით, რო­ცა არა­ფე­რი ხდე­ბა რე­გი­ონ­ში და შე­მო­სა­ვა­ლი არა აქვს, ხალ­ხი ამი­ტო­მაც გა­და­დის სხვა­გან საცხ­ოვ­რებ­ლად. ყაზ­ბე­გი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლია და ტუ­რის­ტებ­შიც საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი­ა, თუმ­ცა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც ყვე­ლამ კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ყაზ­ბე­გი მა­ინც ცა­რი­ელ­დე­ბა. მხო­ლოდ ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის აწყ­ო­ბა გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა­ა. რო­ცა რე­გი­ონ­ში არა­ფე­რი შენ­დე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, სად უნ­და იმუ­შა­ოს ხალ­ხმა? ჰე­სე­ბის და სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბას გა­უჩ­ნდე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი და აღარ იფიქ­რებს სახ­ლ-კა­რის მი­ტო­ვე­ბა­ზე. სა­მუ­შა­ოს გა­ჩე­ნას თან ახ­ლავს ირი­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტიც, ვი­ნა­ი­დან იზ­რდე­ბა არა­პირ­და­პირ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რიცხ­ვიც, რაც ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი­ა.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ ყაზ­ბე­გის რა­ი­ონს ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. ბუ­ნე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს თუ არა რა­ი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, რა ელის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს?

- ყაზ­ბეგს დი­დი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს: თვალ­წარ­მტა­ცი ბუ­ნე­ბა, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ის­ტო­რი­ულ­-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, მაგ­რამ ჰიდ­რო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ხელს კი არ შე­უშ­ლის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, არა­მედ და­მა­ტე­ბით ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რას შექ­მნის. ამის მა­გა­ლი­თად შვე­ი­ცა­რი­ი­სა და ავ­სტრი­ის მა­გა­ლი­თი გა­მოდ­გე­ბა. ტუ­რის­ტე­ბი სად­გუ­რებს, კაშ­ხლებ­სა და წყალ­სა­ცა­ვებ­საც ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ. ყვე­ლა ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი ისეთ ად­გილ­ზეა და მათ მი­ერ და­კა­ვე­ბუ­ლი ფარ­თი იმ­დე­ნად მცი­რე­ა, რომ ტუ­რის­ტე­ბის მი­მოს­ვლას ხელს ვერ შე­უშ­ლის. რაც შე­ე­ხე­ბა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­გორც ვი­ცი, სა­ნამ მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყ­ე­ბო­და, სა­ხელ­მწი­ფოს უკ­ვე ამო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ტე­რი­ტო­რია ყაზ­ბე­გის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ფარ­გლე­ბი­დან.

- ოპო­ნენ­ტე­ბის თქმით, შე­უს­წავ­ლე­ლია მდი­ნა­რის ჰიდ­რო­გე­ო­ლო­გი­უ­რი რე­ჟი­მი, აგ­რეთ­ვე ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც.

- ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. და­რი­ალ­ჰე­სის შემ­თხვე­ვა­ში, მდი­ნა­რე თერ­გის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ხარ­ჯი 1928-1940 და 1953-1986 წლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გებს ეყ­რდნო­ბა, რაც ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და საპ­რო­ექ­ტო-­სამ­შე­ნებ­ლო პრაქ­ტი­კის­თვის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი­ა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მოქ­მე­დე­ბას ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე. ყვე­ლა გზშ-ს ან­გა­რიშ­ში გან­ხი­ლუ­ლია ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სა­კომ­პენ­სა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გან­ხი­ლუ­ლია ასე­ვე ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის გზე­ბიც. ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი ან სა­ერ­თოდ გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი.

- რა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს უშუ­ა­ლოდ ყაზ­ბე­გის მო­სახ­ლე­ო­ბა?

- რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ჰიდ­რო­ე­ლექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას საქ­მდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. შემ­ცირ­დე­ბა მიგ­რა­ცი­აც. ასე­ვე ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა და ოპე­რი­რე­ბა დიდ წვლილს შე­ი­ტანს ყაზ­ბე­გის მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. შე­იქ­მნე­ბა მა­ღა­ლა­ნაზღ­ა­უ­რე­ბა­დი დრო­ე­ბი­თი და მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში შე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი, რაც იმა­ზე მე­ტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე დღეს იღებს რა­ი­ო­ნი ცენ­ტრი­დან გა­მო­თა­ნაბ­რე­ბი­თი ტრან­სფე­რის მეშ­ვე­ო­ბით. რა­ი­ო­ნის გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის უკეთ მუ­შა­ო­ბას. რაც მთა­ვა­რი­ა, ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დოდ, ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე ეკო­ნო­მი­კის წინ­სვლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, ხო­ლო ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­საც ვერ მი­ვაღ­წევთ.

- და ბო­ლოს, რას გვეტყ­ვით ენერ­გე­ტი­კი­სა და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ?

- ეს ასო­ცი­ა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვეა რაც შე­იქ­მნა და გარ­და კონ­კრე­ტულ ენერ­გე­ტი­კულ პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სა, მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ენერ­გე­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხ­ე­ბის სწო­რად მი­ტა­ნას, მო­სახ­ლე­ო­ბის მეტ ინ­ფორ­მი­რე­ბას დარ­გში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი­ა, რომ ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და მოხ­დეს გა­რე­მოს­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში და არა მის ხარ­ჯზე, არ შე­იძ­ლე­ბა ეს ორი სფე­რო იყოს ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხ­ა­ვი, დღეს გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ასე­თი სიმ­პტო­მე­ბი, რის გა­მოც ენერ­გე­ტი­კის გარ­კვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ლო­ბი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. კარ­გი­ა, რომ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში წევ­რი­ან­დე­ბი­ან სფე­რო­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბი და უამ­რა­ვი ცალ­კე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. ვფიქ­რობ, ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ ენერ­გე­ტი­კი­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნას.

ნინო ლაღიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ