ტანსაცმლის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია გაიზარდა

ტანსაცმლის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია გაიზარდა

ტანსაცმლის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი შეინიშნება. პეკინის ქუჩაზე მოქმედი ბრენდ-მაღაზიების ნაწილის ინფორმაცით, სეზონის მიუხედავად, მომხმარებლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

კომპანიებში ამბობენ, რომ გაყიდვების მატება ტანასაცმლის ბაზარზე არსებულ ფასებს და წამახალისებელ აქციებს უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, თანაბრად გაყიდვადია ძვირადღირებული და შედარებით იაფფასიანი სამოსი.

პეკინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში რეალიზაცია წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, ოფიციალური სტატისტიკით ივნისში ფასები მაისთან შედარებით შემცირდა ტანსაცმელზე, ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე თითქმის ერთი პროცენტით.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ