მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი მუ­სი­კა­ლურ სტუ­დი­ა­ში - "თეთ­რი ლან­დე­ბი ნივ­თებს აქეთ­-ი­ქით ის­როდ­ნენ"

მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი მუ­სი­კა­ლურ სტუ­დი­ა­ში - "თეთ­რი ლან­დე­ბი ნივ­თებს აქეთ­-ი­ქით ის­როდ­ნენ"

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ თბი­ლი­სე­ლე­ბი ცა­გა­რე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­ნიშ­ნულ უც­ნა­უ­რო­ბებ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დი­ის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი, ­ქალ­ბა­ტო­ნი მაია ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას იმი­ტომ გა­ურ­ბის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გი­ჟად არ შე­რაცხ­ოს...

- ჩე­მი 7 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან ცა­გა­რე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­წავ­ლე­ბელ­ში დამ­ყავდა. ერთ სა­ღა­მოს ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად ად­რე მო­მიხ­და მის­ვლა და ლო­დი­ნი დამ­ჭირ­და. ფო­ი­ე­ში სკამ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი და ჩან­თაც იქ­ვე დავ­დე. უეც­რად შევ­ნიშ­ნე, რომ ჩე­მი ჩან­თა ვი­ღა­ცამ წინ გა­და­დო, მე­გო­ნა, რომ მო­მეჩ­ვე­ნა... მე­ო­რე დღეს კი და­ვი­ნა­ხე, რო­გორ გა­ა­ღო და და­ხუ­რა რკი­ნის კა­რი უხი­ლავ­მა არ­სე­ბამ. არა­და, ამ კა­რის გა­ღე­ბა მეც კი მი­ჭირს... იქ­ვე მახ­ლობ­ლად ჩე­მი მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობს და მას ვუ­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ. მე­გო­ნა მეტყ­ო­და, ალ­ბათ მო­გეჩ­ვე­ნა­ო, მაგ­რამ ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მითხ­რა, მანდ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ბევ­რჯერ შეგ­ვი­ნიშ­ნავს, ცა­რი­ელ ოფის­ში ღა­მით ვი­ღა­ცე­ბი და­დი­ან და შუ­ქიც ხში­რად ინ­თე­ბა და ქრე­ბა­ო. მე­რე და­ნარ­ჩენ მშობ­ლებ­საც გა­ვან­დე ეს ამ­ბა­ვი და აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ისი­ნიც ხე­დავ­დნენ მოჩ­ვე­ნე­ბებს.

- მა­ინც რას ხე­დავ­დით?

- აქამ­დეც ბევ­რჯერ მსმე­ნია მო­ბო­რი­ა­ლე სუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რო­ბენ, ირ­ჩე­ვენ კონ­კრე­ტულ სახ­ლებს და იქ ბუ­დო­ბენ... ეს მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი არ ერი­დე­ბოდ­ნენ არც მშობ­ლებს, არც ბავ­შვებს და თან რამ­დე­ნი­მე მოჩ­ვე­ნე­ბა იყო. თეთ­რი უსა­ხუ­რი ლან­დე­ბი ჯგუ­ფუ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და ნივ­თებს აქეთ­-ი­ქით ის­როდ­ნენ. კი­დევ კარ­გი, ბავ­შვებს არ ერ­ჩოდ­ნენ. სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო, რამ­დენ­ჯერ­მე მო­იყ­ვა­ნეს მოძღ­ვა­რი, აკურ­თხე­ბი­ნეს, მაგ­რამ ვე­რა და ვერ მო­ხერ­ხდა მა­თი გან­დევ­ნა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ბავ­შვი ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან გა­მო­მეყ­ვა­ნა. ასე­ვე მო­იქ­ცა არა­ერ­თი მშო­ბე­ლი და არა მგო­ნია ამის­თვის ვინ­მემ გაგ­ვამ­ტყუ­ნოს. რო­გო­რია ყო­ველ­დღე მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ყუ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად გახ­დე ადა­მი­ა­ნი. ახ­ლა გა­ვი­გე, რომ სტუ­დია სხვა მი­სა­მარ­თზე გა­და­სუ­ლა და ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რად­გან ჩე­მი შვი­ლი ისევ თა­ვის პე­და­გოგ­თან მო­ემ­ზა­დე­ბა.

ანი­კო მ. (ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი): ამ უბან­ში გა­ვი­ზარ­დე და ამ სახ­ლში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ კი გა­მი­გო­ნი­ა, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თვა­ლით არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. პა­ტა­რა ბავ­შვებს მშობ­ლე­ბი ღა­მით ამ სახ­ლთან ახ­ლოს არ უშ­ვე­ბენ. ერთ კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და კარ­გა ხანს ეს ფარ­თო­ბი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ, არ ვი­ცი, ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ აქ სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შემ­დეგ ვინც კი მო­ვი­და, ყვე­ლა უმალ­ვე გა­ე­რი­და აქა­უ­რო­ბას. არ ვი­ცი, რამ­დე­ნად მარ­თა­ლი­ა, ამ­ბო­ბენ, ის უცხ­ო­ე­ლე­ბი აქ უც­ნა­ურ რი­ტუ­ა­ლებს ატა­რებ­დნენ და სწო­რედ მა­შინ შე­სახ­ლდნენ ამ შე­ნო­ბა­ში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი­ო.

ქრის­ტი­ნე ბ.: - ჩე­მი პა­ტა­რა და კარ­გად მღე­რის და ამი­ტომ მი­ვიყ­ვა­ნეთ აქ სას­წავ­ლებ­ლად. სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი­ა, მი­სი აღ­ზრდი­ლია ყვე­ლა კარ­გი მომ­ღე­რა­ლი, ვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს. შე­ნო­ბა­ში უც­ნა­უ­რი აჩ­რდი­ლე­ბის ბი­ნად­რო­ბის შე­სა­ხებ აქ შე­ვიტყ­ვეთ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, აჩ­რდი­ლე­ბი თა­ვა­დაც მღე­როდ­ნენ, გა­და­აად­გი­ლებ­დნენ ნივ­თებს და ა.შ. პი­რა­დად არა­სო­დეს მი­ნა­ხავს აქ ასე­თი რამ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბიც და მშობ­ლე­ბიც ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. რამ­დენ­ჯერ­მე მღვდე­ლიც მო­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა გაჭ­რა, ვერ მო­ხერ­ხდა მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის გან­დევ­ნა სტუ­დი­ი­დან და ამი­ტო­მაც გა­და­ვი­და ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი ახალ მი­სა­მარ­თზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს