ჰოლანდიელმა ფერმერმა საკუთარი ღორებისთვის "ტალახის პარკი" გახსნა

ჰოლანდიელმა ფერმერმა საკუთარი ღორებისთვის "ტალახის პარკი" გახსნა

ჰოლანდიელმა ფერმერმა ერიკ სტეხნიკმა საკუთარი ფერმის ტერიტორიაზე პლასტმასის სასრიალო დაამონტაჟა, რომელიც აკვაპარკში შეიძინა. სასრიალო ღორებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც იგი საკმაოდ სწრაფად აითვისეს.

რამდენიმე გამოცემამ სასრიალოზე მოსრიალე ცხოველების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც არა წყლით სავსე აუზში, არამედ ტალახში ეშვებიან, სადაც ღორებს დროის გატარება ძალიან უყვართ.

სტეხნიკის თქმით, მან სასრიალო აკვაპარკში სტუმრობის შემდეგ იყიდა. ადამიანებზე დაკვირვებით შთაგონებულმა ფერმერმა იფიქრა, რომ სასრიალოზე სრიალი მის ცხოველებსაც ძალიან მოეწონებოდათ.

ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რაც უფრო კარგ პირობებში იმყოფება პირუტყვი, მით უფრო კარგ პროდუქციას იძლევა.

მომზადებულია Metro-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს