"საუკუნის მამა" - კაცი, რომელიც უნარშეზღუდულ შვილს 51 წელია ხელით ატარებს

"საუკუნის მამა" - კაცი, რომელიც უნარშეზღუდულ შვილს 51 წელია ხელით ატარებს

"ჰოიტების გუნდი" მხოლოდ ორი ადამიანისგან შედგება: მამა - დიკ ჰოიტი და შვილი - რიკი, რომელიც დაბადებიდან ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. ამის მიუხედავად, მამა-შვილმა ათასამდე სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ყველაფერი 1962 წელს დაიწყო, როდესაც ახალშობილ რიკის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვის სპეციალურ თავშესაფარში დატოვება ურჩიეს მშობლებს. თუმცა, ახალგაზრდა წყვილმა ექიმების რჩევა უგულებელყო და შვილი სახლში წაიყვანა. რიკი, რომელსაც არც სიარული, არც საუბარი შეეძლო, 11 წლის ასაკიდან სპეციალური კომპიუტერის საშუალებით ურთიერთობდა გარესამყაროსთან. ამავე მოწყობილობის საშუალებით, მან სკოლის დამთავრებაც შეძლო.

რიკის თანაკლასელის ოჯახში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, სკოლამ საქველმოქმედო მარათონის ჩატარება გადაწყვიტა. ამ მარათონმა მამა-შვილის მთელი ცხოვრება შეცვალა. გარბენში მონაწილეობა 37 წლის დიკმა შვილის თხოვნით მიიღო. რიკის ბედნიერმა გამომეტყველებამ და გამარჯვებით გამოწვეულმა ემოციამ, მამას მტკიცედ გადააწყვეტინა - რადაც არ უნდა დაჯდომოდა გაეგრძელებინა რიკისთვის სიხარულის მინიჭება.

ველორბოლებში დიკი და რიკი სპეციალური ველოსიპედით გამოდიან, სპორტული მარათონის დროს კი რიკისთან ერთად სპეციალური სავარძლით დარბის. "მისი სიცილი საუკეთესო ხმაა მთელ მსოფლიოში, რაც კი ოდესმე მომისმენია", - ამბობს 73 წლის დიკ ჰოიტი, რომელმაც მისი 51 წლის შვილი მთელი ცხოვრება ხელით ატარა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს