საერთაშორისო ავიაკომპანია Lufthansa-ს ბორტზე ქართველმა მგზავრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის ხუთი წლისთავზე თბილისი-მიუნჰენის რეისზე სალონში ქართველ მგზავრებს რუსული ჟურნალ-გაზეთები დაურიგეს. ამ ფაქტის გამო მგზავრებმა აღშოფოთება გამოთქვეს.
"ამ რეისით ხშირად დავფრინავ და არ მახსოვს, როდესმე რუსული პრესა შემოეთავაზებინოთ. ადრე Times-ს და Newsweek-ს გვირიგებდნენ, ახლა კი "Известия", "Итоги" და "РБК" შემოგვთავაზეს. როგორც ჩანს, შიდაპოლიტიკური ორიენტირი შეიცვალა და საკუთარი ქვეყნის ოკუპაცია აღარ გვახსოვს", - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
ინციდენტი ავიაკომპანია Lufthansa-ს ბორტზე მოხდა, როცა თვითმფრინავი თბილისიდან მიუნჰენში მიფრინავდა.
მომზადებულია rusnovosti.ru-ს მიხედვით.