მიხეილ სააკაშვილის ლაშქრობა ტობაზე

მიხეილ სააკაშვილის ლაშქრობა ტობაზე

საქართველო პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეგრისის ქედზე ტობავარჩხილის ტბათა სისტემა დალაშქრა. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ფოტოებზე პრეზიდენტი სხვა მოლაშქრეებთან ერთად არის აღბეჭდილი, რომელბიც 5 დღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ.

"ტობა"-ზე ლაშქრობის განმავლობაში, პრეზიდენტმა მოლაშქრეებთან ერთად ფეხით 42 კილომეტრი გაიარა, - წერს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი, ხვთისო ტურძილაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

"მისი თითოეული საქციელი მოწმობდა, რომ ლაშქრობა ყოველდღიური ცხოვრების დავიწყების ბრწყინვალე საშუალებაა. პრეზიდენტი ფესტივალს ორი დღით შეუერთდა. სააკაშვილმა ლაშქრობის პოპულარიზაციის საკუთარი ხედვაც გამაცნო და ფედერაცია აღჭურვილობითაც მოამარაგა. მოხარული ვარ მისი გადაწყვეტილებით და მოვუწოდებ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ცხოვრების საუკეთესო საშუალების პოპულარიზაციაში", - აღნიშნავს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი.

პრეზიდენტს საპარლამანეტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძეც ახლდა. ყოფილი მინისტრი ფოტოებზე მუსიკალური ინსტრუმენტით, ჰენგდრამით არის აღბეჭდილი. ეს ინსტრუმენტი კარგად არის ცნობილი ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის, რომლებმაც მას  "მფრინავი თეფში" უწოდეს.

ეგრისის ქედზე მოლაშქრეთა ფესტივალი 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.  მონაწილეებმა ულამაზესი ტობავარჩხილის ტბათა სისტემა დალაშქრეს და დღეს, 11 აგვისტოს უკან ბრუნდებიან.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს