ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ქართული რესტორანი გაიხსნა. ამის შესახებ სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს, რომელშიც დეტალურად არის განხილული რესტორნის მენიუ და ქართული კერძების შემადგენლობა.
სტატიის ავტორი დაწვრილებით აღწერს ხინკალს, ჩაქაფულს, კუჭმაჭს, ფელამუშს, ფხალსა და ხაჭაპურის ნაირსახეობებს.
სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ ქართული რესტორანი სახელწოდებით "Oda House" ყოველდღიურად უამრავ კლიენტს ისტუმრებს. რესტორნის მფლობელები ქართველები არიან - ყოფილი პლასტიკური ქორურგი, მაია აქვავივა და მისი პარტნიორი, ბექა ფერაძე. კერძების ფასი 7 დოლარიდან 20 დოლარამდე ღირს.
მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.