ფენჰუანი - ქალაქი, რომელშიც დრო გაჩერდა

ფენჰუანი - ქალაქი, რომელშიც დრო გაჩერდა

ჩინეთის პატარა ქალაქ ფენჰუანში ასწლეულების მანძილზე ცოტა რამ თუ იცვლება: შენარჩუნდა დასახლების ისტორიული გარემო, ადამიანების ცხოვრების წესი, ჩვეულებები და ტრადიციები.

ქალაქს საფუძველი ჯერ კიდევ მე-14 საკუნეში, მინის დინასტიის მმართველობისას ჩაეყარა, გარკვეული ცვლილებები მე-17 საუკუნეში, ცინის დინასტიის მმართველობისას შეიტანეს. დღემდე დაახლოებით 2 000 ძველ საცხოვრებელ სახლს, 20 ქუჩას, 10 ბილიკსა და ხეივანს იერსახე არ შეუცვლია. ცვლილებები არ შეხებია ძველი ქალაქის კედლებსაც, მთავარ კარიბჭეებს, ხიდებსა და ტაძრებს. აქ ყველაფერი გამოიყურება ისე, როგორც ასი წლის წინ.

ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ფენჰუანი ომისა და სტიქიური უბედურებებისგან არ დაზარალებულა. მრავალრიცხოვანმა აჯანყებებმა ქალაქს გვერდი აუარა, იაპონიასთან ომის დროსაც კი ოკუპანტები ქალაქამდე არ მისულან. ჩინეთის ეკონომიკის აქტიურად ზრდის წლებში ფენჰუანში მშენებლობები არ მიმდინარეობდა, რომ მისი უნიკალური არქიტექტურული სტილი შეენარჩუნებინათ.

ფენჰუანი გასაოცარია იმითაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე პროგრესის მიუხედავად, ცხოვრების წესს არ იცვლის. აქ ხელით რეცხვა სასიამოვნოა, ტვირთი საქონლის დახმარებით გადააქვთ, ბევრ მოსახლეს კი ეროვნული ტანისამოსი აცვია.

სუვენირების ბაზრობაზე ბატიკის ბევრი პროდუქციისა და ვერცხლის სამკაულების შეძენაა შესაძლებელი. ხის ხიდები - ამ ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

2001 წელს ფენჰუანი ჩინეთის 101 ყველაზე ცნობილ ისტორიულ-კულტურული ადგილების რეიტინგში მოხვდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს