მამაკაცები ქალებისგან პაემანზე გაწეული ხარჯების თანაგადახდას ითხოვენ

მამაკაცები ქალებისგან პაემანზე გაწეული ხარჯების თანაგადახდას ითხოვენ

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს პაემნის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 64%-ს სურვილი აქვს, დანახარჯი ორივე მხარემ გაინაწილოს.

მამაკაცების 44% აღიარებს, რომ მათ პარტიორის მიმართ ინტერესი ეკარგებათ, თუკი მას ფინანსური წილი არ შეაქვს მომავალ ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, გამოკითხულ მამაკაცთა 76%-ს ეუხერხულება  მანდილოსნისთვის თანხის გამორთმევა.

ფსიქოლოგ დევიდ ფრედერიკის თქმით, ანალიზი აჩვენებს, რამდენად შეიცვალა გენდერული ნორმები. ტრადიციული სქემა, დაკავშირებული ქალის პატივისცემასთან, წარსულს ჩაბარდა.

რაც შეეხება გამოკითხულ ქალებს, მათი 57% მამაკაცს პაემანზე ხარჯის თანაგადახდას სთავაზობდა, თუმცა 39%-ს იმედი ჰქონდა, რომ მამაკაცი ამაზე უარს იტყოდა.

მომზადეულია smh.com.au-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს