ქირურგი პაემნის სანაცვლოდ უფასო პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს

ქირურგი პაემნის სანაცვლოდ უფასო პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს

ნიუ-იორკელი პლასტიკური ქირურგი ემილ ჩინი პირობას დებს, რომ 10 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც ოცნების ქალს გააცნობს. ქირურგი თანხას ან უფასო პლასტიკურ პროცედურებს სთავაზობს ასევე ქალს, რომელიც მასთან პაემანს დათანხმდება. ემილი პრესტიჟული კლინიკის მფლობელია, სადაც თვალის და პლასტიკური ოპერაციები ტარდება.

47 წლის ექიმი მზადაა პირველ ქალთან პაემანში 100 დოლარი გადაიხადოს. მეორე კანდიდატისთვის ქირურგი 200 დოლარსა და წარბების უფასო პლასტიკურ ოპერაციას შორის არჩევანს აწესებს; მესამე გოგონასთვის - 300 დოლარს ან ბოტოქსის ინექციას, მეოთხე გოგონასთავის - 400 დოლარს ან Juvederm-ის გელის ინექციას, რომელიც კანის გადასაჭიმად გამოიყენება, ბოლო კანდიდატისთვის კი 500 დოლარს ან ერთ ლაზერულ ოპერაციას თვალზე.

ჩინი დეტალურად აღწერს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მისი ოცნების ქალი უნდა აკმაყოფილებდეს. მედიკოსის თქმით, მისი იდეალი "ძალიან გამხდარი თეთრი გოგოა, 27-დან 35 წლამდე ასაკის, აშშ-ის პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული". გარდა ამისა, ქალი ქრისტიანი უნდა იყოს, საზღვარგარეთ მოგზაურობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გამოცდილებით, უნდა ცხოვრობდეს ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 1 მლნ-ს აღემატება და უნდა უყვარდეს ძაღლები.

ემილის თქმით, შესაფერისი კანდიდატებისგან გამოხმაურება ძალიან მცირეა. მას შემდეგ, რაც მან საკუთარი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შესახებ ხმამაღლა განაცხადა, მხოლოდ ორი "რეზიუმე" განიხილა, თუმცა არცერთმა მოხიბლა.

"საქმე წინ ნელა მიიწევს, რადგან ძალიან მომთხოვნი ვარ, - წუხს ჩინი, - გიჟი არ ვარ, უბრალოდ ჩემი შესაფერისი გოგონას პოვნა მინდა, რომელსაც ვეყვარები".

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს