გია მაისაშვილი - ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე?

გია მაისაშვილი - ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე?

"ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელი, ეკონომისტი გია მაისაშვილი არსებული ხელისუფლების პირობებში განათლების სისტემისა და  ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ”ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"კრეისერის გემბანზე ორი ანჩხლი და უმწიფარი შვილი ერთმანეთს ეკინკლავება - არა მე, არა მეო, მამა კი მშვიდად დგას მათ შორის, ორივეს ტუქსავს და წესრიგისკენ მოუწოდებს.

ამის შემდეგ, ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე? ან დასავლეთში ან რუსეთში? ან თუნდაც თავად საქართველოში? ან განათლების სისტემის, ან ეკონომიკის და ან ერთიანობის აღდგენას ვინმე სერიოზულად განიხილავდეს? განა ჩვენი შვილების სამშობლო უფრო მეტის ღირსი არ არის ვიდრე ესაა? როდემდე უნდა გეძინოთ, ხალხოოოო? ან შვილები არ გიყვართ? ან საკუთარი ქვეყნის ღირსება?", - წერს მაისაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს