ქირურგმა პაციენტის მუცლიდან ჰეროინი მოიპარა

ქირურგმა პაციენტის მუცლიდან ჰეროინი მოიპარა

რუსეთში, კრასნოიარის მხარეში ექიმმა ნარკოკურიერის მუცლიდან ჰეროინის ამოღებისას ნარკოტიკის ნაწილის მითვისება სცადა.

პოლიციის მიერ დაკავებული ნარკოკურიერის მუცლიდან ჰეროინის კონტეინერის ამოღების ოპერაციას ქალაქ ბოგოტოლის ერთ-ერთი კლინიკის ქირურგი ატარებდა. ოპერაციის შემდეგ პოლიციელებმა შენიშნეს, რომ ჰეროინს ნაწილი აკლდა.

ნარკოტიკის მითვისებაში ქირურგი დაადანაშაულეს. იგი გაჩხრიკეს და ტანსაცმელში დამალული 5 გრამი ჰეროინი უპოვეს. ამასთან, დაკავების მომენტში ქირურგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ქირურგს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს