ნანუკა ჟორჟოლიანი - "მგონი, ჩაფიქრებული აქვთ, რომ წააგოს მარგველაშვილმა"

ნანუკა ჟორჟოლიანი - "მგონი, ჩაფიქრებული აქვთ, რომ წააგოს მარგველაშვილმა"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის PR-ის ხელმძღვანელად შალვა რამიშვილის დანიშვნას ეხმაურება.

"შალვა რამიშვილი დაუნიშნავთ მარგველაშვილის (როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის) პიარის ხელმძღვანელად. არ დამცინოთ და მგონი, ჩაფიქრებული აქვთ, რომ წააგოს მარგველაშვილმა. რაც შეეხება შალვას, დარწმუნებული ვარ კარგად უხდიან და ამიტომ არ ვნერვიულობ:))", - წერს ჟორჟოლიანი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა რამიშვილი "გააპიარებს". რამიშვილი ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატის პიარკამპანიას გეგმავს, თუმცა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, შესაძლოა, პრესსპიკერის ან მრჩევლის პოსტიც დაიკავოს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს