თამარ ჩერგოლეიშვილი - "რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" მიღწევების ნგრევაში ადანაშაულებს. ამის საუკეთესო მაგალითად ჩერგოლეიშვილი იუსტიციის სახლების გაუმართავ მუშაობას ასახელებს.

"საშინლად გული მწყდება, რომ რაც წინა 9 წლის განმავლობაში გაკეთდა და ის, რაც ჩვენი trademark-ი უნდა გამხდარიყო, თვალსა და ხელს შუა გვენგრევა.

ამის საუკეთესო მაგალითი იუსტიციის სახლია.

ჩემი მცირეწლოვანი შვილისთვის სასწრაფოდ გამოსაცვლელი გამიხდა პასპორტი. სამ თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი ვადის ამოწურვამდე და საკონსულომ შენგენის ვიზისთვის ვერ მიიღო.

გუშინ მე და გიგა ვიყავით ბათუმში და თბილისში ვბრუნდებოდით. ბავშვი იყო თბილისში.

1) დავრეკე იუსტიციის სახლში იმის გასარკვევად დღეს დილით 9 საათზე რომ მივსულიყავი 12-მდე პასპორტს თუ გასცემდნენ. მითხრეს რომ სერვერს შეფერხება აქვს და შეიძლება ვერ მოხერხდეს (1 საათში ამიღია ადრე).

2) ვიკითხე რჩევა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. მითხრეს, რომ უნდა მივსულიყავი ბათუმის იუსტიციის სახლში, იმისთვის, რომ მშობლებს მიგვეცა თანხმობა ჩემს დას მიეყვანა პასპორტზე იმავე დღეს და მეორე დღეს გასცემდნენ. როგორც გაირკვა, ბათუმში განცხადების გაკეთება და თბილისში პასპორტის აღება აღარ შეიძლება. უარი მითხრეს.

3) კიდევ ვიკითხე რჩევა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. მითხრეს რომ სკაიპით უნდა შემევსო განცხადება ბათუმიდან და მიმეცა თანხმობა, ჩემს დას ბავშვი თბილისში მიეყვანა და მეორე დღეს პასპორტს ავიღებდი. დავრეკე სკაიპით, მითხრეს რომ შესაბამისი სერვერი არ მუშაობს და ვერ შეძლებდნენ მომსახურების გაწევას.

4) ისევ იტალიის საელჩომ მიშველა და საბუთების მიღების ბოლო ვადა, დღეს 15:00 მდე გადამიწია. წამოვედი თბილისში ძალიან დამწუხრებული 5 საათის დაგვიანებით.

5) დღეს ავიღე პასპორტი და მესმოდა, როგორ აბრუნებენ იუსტიციის სახლის თანამშრომლები მოქალაქეებს იმ მიზეზით, რომ ესა თუ ის პროგრამა არ მუშაობს.

ქ-ნო წულუკიანო - პროკურორად რომ არ ივარგეთ, გასაგებია. იუსტიციის სახლებს მაინც მიხედეთ. ეს საქმე ხომ გაკეთებული დაგხვდათ. რატომ ანგრევთ?

"ძვირფასო მთავრობავ" - ხალხმა თქვენ იმიტომ კი არ აგირჩიათ, რომ "ანტი მიშა" სურდა, იმიტომ აგირჩიათ, რომ "უკეთესი მიშა" უნდოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაკეთებულის შესანარჩუნებლად, ცუდის გამოსასწორებლად და ბევრი ახალი და კარგი საქმის გასაკეთებლად მიიღეთ მანდატი.

თუმცა, რატომ მიკვირს - კონკურსით არჩეული ხალხი, პოლიტიკური ნიშნით გაყარეთ სამსახურებიდან და პარტიული აქტივი დაასაქმეთ, ისე რომ დასაქმებულთა მხოლოდ 4 %-ს გაატარეთ კონკურსი.

შედეგი სახეზეა. ნახვამდის", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს