მედიტაცია ნიკოტინზე დამოკიდებულებას ამცირებს

მედიტაცია ნიკოტინზე დამოკიდებულებას ამცირებს

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მედიტაცია მოწევის სურვილს ამცირებს. ამის შესახებ სტატიას ჟურნალი Proceedings of the National Academy of Sciences-ი აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ სიგარეტის მოწევის სურვილი იმ შემთხვევაშიც იკლებს, თუკი ადამიანს მედიტაცია უშუალოდ ამ მიზნით არ დაუწყია.

დადგინდა, რომ სპეციალური პროცედურების შემდეგ მწეველებს გაუუმჯობესდათ ტვინის იმ ნაწილის მუშაობა, რომელიც თვითკონტროლზეა პასუხისმგებელი.

”კვლევაში ჩართულ ადამიანებს შეუმცირდათ მოწევის სურვილი. გააზრებული მედიტაცია აუმჯობესებს თვითკონტროლს და დადებითად მოქმედებს ყურადღებაზე. ვვარაუდობთ, რომ პროცედურა ხელს შეუწყობს დამოკიდებულების სიმპტომთან გამკლავებასაც”, - აღნიშნავს კვლევის თანაავტორი  ი იუან ტანი.

ექსპერიმენტისთვის შეარჩიეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეში, საშუალოდ 10 ღერ სიგარეტს ეწეოდნენ. მედიტაციის ორკვირიანი კურსის შემდეგ მათ 60%-ით შეამცირეს მოწევა. 

მომზადებულია pnas.org-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს