სუნამო მარიხუანას არომატით

სუნამო მარიხუანას არომატით

მალე, ნიუ-იორკის პარფიუმერულ მაღაზიებში სუნამო გამოჩნდება, რომელსაც მარიხუანის არომატი აქვს. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.

არომატი პარფიუმერმა სანა ბარნერმა შექმნა. ბარნერი თავად არჩევს და ურევს ინგრედიენტებს და სუნამოების მხოლოდ მცირე პარტიას აწარმოებს.

რაც შეეხება მარიხუანის არომატით შექმნილ სუნამოს, პარფიუმერი ამბობს, რომ ეს შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთ შეკვეთაზე მუშაობისას, მან შემთხვევით შექმნა არომატი, რომელიც ნაცნობ სურნელს აგონებდა. დაკვირვების შემდეგ მიხვდა, რომ ეს მარიხუანას სურნელი იყო.

სუნამო  Innocence by Misty შეზღუდული რაოდენობით, სულ 300 ცალი გამოვა და 75 დოლარი ეღირება.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს