"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს 15 აგვისტოს ეწვევიან

"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს 15 აგვისტოს ეწვევიან

რუსი სპეციალისტები სურსათის უვნებლობის სისტემასა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებზე სერტიფიკატის გაცემის მექანიზმს შეისწავლიან. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების, "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს 15 აგვისტოს ეწვევიან.

რუსეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მიმდინარე წლის მაისში მოსკოვში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ქართველმა სპეციალისტებმა "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელთან სერგეი დანკვერტთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გამართეს და ფიტოსერტიფიკატების ნიმუშები გაცვალეს.

საქართველოში ვიზიტისას რუსი სპეციალისტები კახეთსა და დასავლეთ საქართველოს ეწვევიან. გაიმართება შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ვიზიტისას ძირითადი აქცენტი აკრედიტებული ლაბორატორიების მუშაობაზე გაკეთდება. თუმცა, დაგეგმილია საწარმოებში ვიზიტიც, რითაც ქართული მხარე თავის რუს კოლეგებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მთელ ჯაჭვს გააცნობს.

დასავლეთ საქართველოში ვიზიტი აჭარაში დასრულდება, ხოლო 21 აგვისტოს რუსეთის დელეგაცია საქართველოს დატოვებს და მოამზადებს დასკვნას, რომლის საფუძველზეც, სავარაუდოდ, უნდა გაუქმდეს "როსსელხოზნადზორის" 2006 წლის ბრძანება საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რუსეთის ფედერაციაში შეტანის აკრძალვაზე.

აღსანიშნავია, რომ "როსსელხოზნადზორმა" 2013 წლის 28 ივნისიდან უკვე გააუქმა საქართველოდან დაბალი რისკის შემცველი პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ