გოგა ხაჩიძე - "რამდენი თითი აქვს ქ-ნ თეა წულუკიანს?"

გოგა ხაჩიძე - "რამდენი თითი აქვს ქ-ნ თეა წულუკიანს?"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა დათხოვნას ეხმაურება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მონაცემებით, იუსტიციის სამინისტროდან 567 ადამიანი გაათავისუფლეს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით: "სამინისტროდან სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გათავისუფლდნენ" (ციტატა, სტილი დაცულია)

ისმის კითხვა: რამდენი თითი აქვს ქ-ნ თეა წულუკიანს?...

(დიპლომი არა, თითი...)", - წერს გოგა ხაჩიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2013 წლის 12 აგვისტოს საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 1 მარტამდე პერიოდში გატარებულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში მითითებული იყო, რომ "იუსტიციის სამინისტროდან და მის სისტემაში არსებული დაწესებულებებიდან 567 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და გამოქვეყნებულ დასკვნაში შესწორების შეტანა მოითხოვა.

როგორც სამინისტროში განმარტეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იუსტიციის სამინისტროს შიგნით თანამშრომელთა გადანიშვნა მათ გათავისუფლებად შეცდომით შეაფასა.

"რეალურად, იუსტიციის სამინისტროდან მთლიანობაში არა 567, არამედ 99 თანამშრომელი გათავისუფლდა 3842-დან (20 ოქტომბრის მონაცემი; ამჟამად მუშაობს 4046) რაც კვლევის სერიოზულ ცდომილებაზე მიუთითებს", - აღნიშნული იყო იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს