ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი შენობების უკან ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება

ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი შენობების უკან ჩინოვნიკების ინტერესები იკვეთება

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი სასწრაფო დახმარების შენობის მიღმა, კორუფციული სქემები და ჩინოვნიკთა ინტერესები იმალება. რის გამოც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს.

"უფუნქციოდ დარჩენილია ქუთაისში სასწრაფოს შენობა, რომელიც ზარზეიმით გახსნეს. ასევე N44 სკოლის შენობა, ჯერ გაარემონტეს, შემდეგ გააუქმეს. ახლა კი მისი მესაკუთრე, ქალაქის ყოფილი მერი, გიორგი თევდორაძეა. შესაბამისად, ეს არის ბიუჯეტიდან ფულის მიტაცებისა და გათეთრების კლასიკური ხერხი. მართალია ახალ მერს მძიმე მემკვიდრეობა ერგო, თუმცა მოვითხოვ, ამ საკითხით დაინტერესდეს", - აცხადებს წულაია.

იხილეთ ვრლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა