გიორგი თუმანიშვილი - "აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა"

გიორგი თუმანიშვილი - "აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა"

ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, სამართლის სკოლის დეკანი გიორგი თუმანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვედზე ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის აუცილებლობაზე საუბრობს და შექმნილი "პოლიტიკური ქაოსიდან" გამოსავალს გვთავაზობს.

"აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა არსებულ დომხალში და სრულ ქაოსში, სადაც ერთის მხრივ მანიაკია, მეორეს მხრივ ოლიგარქი იდიოტი თავისი მარიონეტებით.

ერთსაც და მეორესაც თავისი გუნდებით სრულიად კიდია რეალურად ადამიანთა ბედი ან სულ მცირე მათი უკვდავობის პერსპექტივიდან ღაღადებს. არ ჰკიდიათ - მეგობრების და საყვარლების ბედი. ნუ რაღაც ეტაპამდე არ კიდიათ...

მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატები - სრული კრახი. ორი შედარებით ადეკვატური (ჯერ დიაგნოზის გარეშე) დანარჩენები - დიაგნოზით...

სხვა შემთხვევაში კიდევ მრავალი წელი ვიქნებით იგივე ჭაობში ამოძრომის პერსპექტივის შანსის მზარდი კლებით.

მაქვს იდეები. ვინც თავისი საქმის კარგი სპეციალისტია და ვისაც გაქვთ სურვილი შემომიერთდით...

...თქვენ თქვით, ვის გინდათ ამაში მონაწილეობა და რა საქმის სპეციალისტი და პროფესიონალი ხართ და მე მალე გეტყვით, როგორ შევკრიბოთ იდეალისტი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც მანამდე პოლიტიკასთან ახლოს გაკარებაც არ უნდოდათ. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ იდეებით, არ აქვთ მერკანტინული მიზნები და არიან თავიანთი საქმის მცოდნენი. ასევე იმასაც გეტყვით, როგორ შევცვალოთ ის ღლეობა, რომელშიც ვიხარშებით ყველანი მთელი ამ წლების განმავლობაში...

...დღევანდელ დღემდე ჩვენ ყველას გვყავდა ყალბი, არანამდვილი, თავის პირად ინტერესებზე აგებული ხელისუფლება, რომელსაც ჩვენვე ვირჩევდით, პირობითი უალტერნატივობის გამო. ამ შემთხვევაში საქმე იქნება სრულიად ახალ ძალასთან, რომელიც იქნება აბსოლუტურად კომპეტენტური ყველა იმ მიმართულებაში, რომელიც სასიცოცხლოა ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ვცხოვრობთ და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან. ადამიანებს გააერთიანებთ იდეები და პროფესიონალიზმი მათი განხორციელების, ქვეყნის სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ერთხელ მაინც გაკეთდეს საქმე, რომელიც არათუ ფასადურია, არამედ საბაზისოა და რომლის გაკეთების გარეშე არაფერი გამოვა. აღიარება, შეფასება, გააზრება ყველაფერი იმისა, რაც ხდებოდა და ხდება ჩვენს თავს. რაშიც მივქარეთ თითოეულმა ჩვენგანმა პირობითად, მაინც უმოქმედობის გამო და სურვილი იმისა, რომ ასე აღარ იყოს. ეს იქნება საწყისი წერტილი, რომლიდანაც შესაძლებელია და უნდა აშენდეს ახალი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერება და მთლიანობაში ქვეყანა. სიმართლე გითხრა, და მე დასამალი არც არაფერი მაქვს. ახლა აბსოლუტური, იდეალისტური ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ყოველგვარი იმ სახეების გარეშე, რომლებიც ათწლეულის მანძილზე ტკეპნიან ჩვენ თვალებს, გონს და მთლიანობაში ცნობიერებას. ადამიანებს, რომლებიც აქამდე დუმდნენ, მაგრამ ტკიოდათ. ხედავდნენ და ხედავენ ყველაფერს, მაგრამ პოლიტიკისგან თავი შორს ეკავათ, იმიტომ, რომ ეს "ბინძური" საქმეა. ასეთი ბინძური, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ნამდვილად არ მგონია, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში იყოს. ასეთი არაკომპეტენტური, როგორც ჩვენთან არის - ასევე არ მგონია, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში იყოს. ასეთი თვალთმაქცური - ასევე არა მგონია. მხოლოდ ღია, თანამედროვე, კომპეტენტური, ერთგული და საქმის მცოდნე იდეალსტ ახალ გაერთიანებას ხალხთან ერთად შეუძლია დაბოლების და ფასადური ქმედებების მაგივრად, რეალურად, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად კოოპერაციულად საერთო საქმის გაკეთება", - წერს თუმანიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს