ყვავილებისა და ცეცხლის საფესტივალო კიბე სიცილიაში

ყვავილებისა და ცეცხლის საფესტივალო კიბე სიცილიაში

სიცილიის პატარა ქალაქ კალტაჯირონეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კიბეა. იგი 1608 წელს ააგეს და ოთხი საუკუნის მანძილზე ყველა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილია. მაგალითად, ყვავილების ფერსტივალის - La Scala Flower Festival, ან ცეცხლის ფესტივალის - Scala Illuminata.

კიბე Scalinata di Santa Maria del Monte-ს 142-ე საფერხურიდან სხვადასხვა ყვავილებისა და ცხოველების ორნამენტებიანი ტერაკოტას კერამიკული ფილებითაა შემკობილი და საოცრად ლამაზია.

დიდი ხნის მანძილზე Scalinata di Santa Maria del Monte ქალაქის მთავარი ობიექტი იყო, რომლის გარშემო მთელი დასახლებული პუნქტის ცხოვრება მიედინებოდა. მაგრამ ახლა, კალტაჯირონე ისტორიული ცენტრის მიღმა მნიშვნელოვნად გაფართოვდა.  ამიტომ, ხიდი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღით მასშტაბური ფესტივალების La Scala Flower Festival-ისა და Scala Illuminata-ს დროს იქცევს ხალხის ყურადღებას.

La Scala Flower Festival-ის ფარგლებში ყოველ წელს Scalinata di Santa Maria del Monte-ს კიბეზე რომელიმე მოწვეული მხატვარი-ფლორისტი ყვავილებისგან ფართომასშტაბიან სურათს ქმნის, რომლის დანახვა შორი მანძილიდან შეიძლება.

ფესტივალი Scala Illuminata ცეცხლს ეძღვნება. ამიტომ ყვავილების მაგივრად კიბეზე ღამ-ღამობით უზარმაზარი ცეცხლოვანი ინსტალაცია ჩნდება, რომელიც ყვავილის სურათებზე არანაკლებ რთულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს