ცნობილი ადამიანების ფოტოებს დემენციის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ

ცნობილი ადამიანების ფოტოებს დემენციის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ

მეცნიერებმა მიაგნეს დემენციის გამოვლენის მარტივ ხერხს. დაავადების გამოსავლენად საკმარისია ადამიანს აჩვენო ცნობილი მსახიობის ან მომღერლის ფოტო. თუკი ადამიანი ფოტოზე ვერ ამოიცნობს ელვის პრესლის ან პრინცესა დიანას, დროა მან ექიმს მიმართოს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა ეს მეთოდი 30 მოხალისეზე გამოსცადეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა რომელთაც პროგრესირებადი აფაზიის (დემენციის იშვიათი ფორმა) საწყისი ფორმა ჰქონდათ, ვერ ამოიცნეს ცნობილი ადამიანები შავ-თეთრ ფოტოებზე.

ტესტირების შედეგები ტვინის ტომოგრაფიამ დაადასტურა. დემენციით დაავადებულ მოხალისეებს აღმოაჩნდათ ნეირონების ნაკლებობა ტვინის იმ ნაწილში, რომელიც გამოსახულების ამოცნობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა დემენციის ყველა ფორმაზე არ ვრცელდება.

დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მეხსიერების, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება. დემენცია უპირატესად ასაკოვან ადამიანებშია გავრცელებული.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს