რუსლან მამედოვი ოლეგ იაძის მახეში გაბმას ცდილობდა

რუსლან მამედოვი ოლეგ იაძის მახეში გაბმას ცდილობდა

რუსლან მამედოვი, რომლის წყალობით კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 11-ზე მეტი საჯარო მოხელე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, 2012 წლის დეკემბერში კასპის გამგებელთან, ოლეგ იაძესთანაც იმყოფებოდა. გამგებელი ამაყობს, რომ მის მუნიციპალიტეტში მამედოვის პროვოკაციას არც თვითონ და არც ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები წამოეგნენ.

"3 დღის დანიშნული ვიყავი გამგებლად, როდესაც ეს პიროვნება ჩემთან მოვიდა. სოფელ ხოვლეში ცხვრები უყიდია. მითხრა, უსაბუთოდ რომ წავიყვანო ეს საქონელი, პატრული დამაჯარიმებსო და ცნობის დაწერა მთხოვა. იმ პერიოდში არც მიფიქრია, რომ მოხელეების გამოჭერაზე მუშაობდა, ადამიანურად ვიფიქრე კიდეც დავხმარებოდი. მაგრამ იურისტმა მითხრა, რომ ჩვენ ასეთი ცნობის გაცემის უფლება არ გვქონდა, ეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს უნდა გაეკეთებინათ. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს პიროვნება ამაში ფულს სპეციალურად იხდიდა. თანხის შემოთავაზებას თუ გაბედავდა, აქვე ჩარჩებოდა კაბინეტში ან ფულს სადმე დადებდა და ასე გავებმეოდი მახეში", - აცხადებს ოლეგ იაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა