ქეით მიდლტონის შვილს პრინც უილიამის ძიძა გაზრდის

ქეით მიდლტონის შვილს პრინც უილიამის ძიძა გაზრდის

სამეფო ოჯახში ახლადდაბადებულ პრინც ჯორჯს, მამამისის, უილიამის ძიძა აღზრდის. ამის შესახებ Sunday People წერს. მიხედავად იმისა, რომ ქეითმა სურვილი გამოთქვა შვილი მარტოს გაეზარდა, სამეფო კარის ვალდებულებებმა იგი აიძულა, გარკვეულ დათმობაზე წასულიყო. ქეითმა შვილის აღმზრდელად უილიამის ძიძა,  71 წლის ჯესიკა ვები აირჩია. სწორედ ჯესიკა ეხმარებოდა პრინცესა დიანას შვილების აღზრდაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯესიკა უკვე ხნიერია და მას ქმარ-შვილი არასდროს ჰყოლია,  ახალგაზრდა წყვილი მიიჩნევს, რომ ის კარგად გაუმკლავდება ასეთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას. სწორედ ჯესიკა იყო ის ადამიანი, რომელიც პრინც უილიამსა და ჰარის ეხმარებოდა მშობლების განქორწინების რთული ეტაპის დაძლევაში.

ძიძა სიხარულით დათანხმდა ტახტის კიდევ ერთი მემკვიდრის აღზრდას. მან მხოლოდ ერთი პირობა წამოაყენა, ჯესიკას თქმით, ის ასაკის გამო ვერ შეძლებს მთელი დღე გაატაროს პატარა პრინცთან.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს