მსოფლიო პოლიტიკის სექსსკანდალების ტოპ ხუთეული

მსოფლიო პოლიტიკის სექსსკანდალების ტოპ ხუთეული

1. ცივი ომის - ცხელი ვნება

1960 წელს დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის პოსტი კონსერვატიული პარტიის წევრმა ჯონ პროფიუმომ დაიკავა, თუმცა სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. მიზეზი კი შპიონური სექსსკანდალი აღმოჩნდა. 1961 წელს მინისტრმა ერთ-ერთ საღამოზე კრისტიან კილერი - გოგონა გამოძახებით გაიცნო. მათი სექსუალური კავშირი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ეს ამბავი ალბათ არანაირად არ იმოქმედებდა პროფიუმოს კარიერაზე, რომ არა ერთი ფაქტი. როგორც აღმოჩნდა, კრისტიანი პარალელურად საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის ატაშეს და მზვერავს ევგენი ივანოვს ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლეს ოპოზიციონერებმა ლეიბორისტული პარტიიდან და ამბავი გაასაჯაროეს. სამხედრო მინისტრმა თავდაპირველად კილერთან ურთიერთობა უარყო, მაგრამ მტკიცებულებებით დადასტურებული პუბლიკაციის ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, 5 ივნისს პოსტი დაეტოვებინა. სექსუალურმა სკანდალმა უარყოფითად იმოქმედა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანის კარიერაზე და იმავე წლის ოქტომბერში გადადგა. კონსერვატიული პარტია კი 1964 წლის არჩევნებში ლეიბორისტებთან დამარცხდა.

2. პრეზიდენტი და მისი საქსოფონი

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სექსსკანდალი აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის თანამშრომლის მონიკა ლევინსკის მონაწილეობით. მათი ურთიერთობის შესახებ 1998 წელს გახდა ცნობილი. საუბრობდნენ ცხრა შემთხვევის შესახებ, როდესაც მონიკა და ბილი ორალური სექსით დაკავდნენ. მათი ამ სახის ურთიერთობა 1995-1997 წლებში გრძელდებოდა. თავდაპირველად კლინტონმა ყველაფერი უარყო, მაგრამ ბოლოს აღიარა, რომ ეს ურთიერთობა არასწორი და შეუფერებელი გახლდათ. ამ ბრალდების პარალელურად პოლა ჯონსმა მოქმედ პრეზიდენტს 1991 წელს გუბერნატორობის დროს შეუფერებელ ქცევაში დასდო ბრალი. ამ ორი ბრალდებით და პრეზიდენტის ცრუ ჩვენებით რესპუბლიკელებმა ისარგებლეს და პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის კამპანია წამოიწყეს, რაც, კლინტონის საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. აღნიშნული ბრალდებით ბილ კლინტონი ამერიკის ისტორიაში მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდა, მაგრამ მან მაინც შეძლო, საპრეზიდენტო პოსტი 2001 წლის იანვრამდე შეენარჩუნებინა. რის შემდეგაც სათავეში რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში-უმცროსი მოვიდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს