შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე გაიყიდა

შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე გაიყიდა

ოსკარ შინდლერის დოკუმენტები აუქციონზე 122 ათას დოლარად  გაიყიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.  

დოკუმენტებს შორის იყო 1944 წლის 22 აგვისტოთი დათარიღებული შინდლერის წერილი. წერილში მეწარმე მისი საწარმოს პოლონეთიდან ჩეხოსლოვაკიაში გადატანის ნებართვას იძლევა. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ცვილების წყალობით გადარჩნენ საწარმოში მომუშავე პოლონელი ებრაელები.

მეორე ლოტად გაიყიდა შინდლერის ორი რვეული, რომელშიც ახალი საწარმოს მშენებლობის მონახაზები  იყო. ეს დოკუმენტები 1943 წლით თარიღდება. ორივე ლოტი იყიდა ერთმა პიროვნებამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს შინდლერმა გამოიყენა თავისი მდგომარეობა და 1000-ზე მეტი ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკს გადაარჩინა. ის მოელაპარაკა საკონცენტრაციო ბანაკების ადმინისტრაციას, რათა დაპატიმრებულ ებრაელთა ნაწილი მის საწარმოში სამუშაოდ გადაეყვანათ. შინდლერმა ჩამოწერა იმ პირთა სია, რომლებიც თითქოსდა საკუთარ ქარხანაში სამუშაოდ სჭირდებოდა. შედეგად, სიაში მოხვედრილი ებრაელები სიკვდილს გადაურჩნენ. მეწარმის ისტორია უფრო მეტად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი ”შინდლერის სია”.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს