საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით - 3.75%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით - 3.75%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით - 3.75%-მდე ამცირებს. როგორც ბანკში აცხადებენ, ივლისში ფასების შემცირების ტენდენცია გაგრძელდა.

მთლიანმა ინფლაციამ -0.2% შეადგინა. თვის ინფლაცია კი -1.3%-ის დონეზე დაფიქსირდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ფასების დინამიკაზე გავლენა უმთავრესად ხილისა და ბოსტნეულის სეზონურმა გაიაფებამ მოახდინა.

"მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ დონეს 2014 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 1.8% შეადგინა.

"შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, სესხებზე მოთხოვნა კვლავ მოკრძალებული რჩება. არსებული პროგნოზებით, ეკონომიკური აქტივობა შედარებით გაუმჯობესდება წლის მეორე ნახევრიდან მათ შორის მოსალოდნელი ფისკალური აქტივობის გამო, რაც ხელს შეუწყობს დეფლაციური ზეწოლის შემცირებას. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს", - აღნიშნავენ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 25 სექტემბერს გაიმართება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ