"ტურისტს შარდის სუნით ვერ მოვიზიდავთ"

"ტურისტს შარდის სუნით ვერ მოვიზიდავთ"

ოზურგეთის ცენტრში, სადაც ისტორიული მუზეუმი მდებარეობს, საზოგადო მოღვაწეთა ბიუსტების უკან ღია საპირფარეშოს არსებობა უკვე აღარავის უკვირს.  ანტისანიტარიით შეწუხებული ოზურგეთელები ქალაქის ტურისტული მნიშვნელობის დაკნინებაზე ნერვიულობენ.

"სირცხვილია, რომ აქ აშენებულია საპირფარეშო, რომლის გახსნას არ დაადგა საშველი. ქალაქი ხომ უნდა ჰგავდეს ქალაქს, რაც აქ ხდება, არ ჯდება არანაირ ცივილიზებულ ფორმებში. ტურიზმის განვითარებაზე თუ ვსაუბრობთ, დარწმუნებული ვართ, რომ ტურისტი შარდის სუნზე აქ არ მოვა", - ამბობენ ოზურგეთელები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" საპირფარეშოების შენება დაიწყო. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 33 ტუალეტიდან 12 დასრულებულია და არის "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ბალანსზე. 21 ტუალეტის პროექტში კი ცვლილებების შეტანა იგეგმება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა