ანი ნადარეიშვილი - ზაზა გაბედავა ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?

ანი ნადარეიშვილი - ზაზა გაბედავა ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უფლებადამცველ გიორგი გაბედავას მამასთან, ზაზა გაბედავასთან საკუთარ მიმოწერას ეხმაურება, რომელიც პრესაში გავრცელდა. ნადარეიშვილი მიმოწერას ყალბს უწოდებს და მამა-შვილი გაბედავების მხრიდან ერთობლივ პროვოკაციაზე საუბრობს.

"ეს ფსბ-ს აგენტი გაბედავა ამ დონემდე დაეცა, ნუ პრინციპში სხვა რა დარჩენია, მაგრამ ამ დონემდე დაცემა? მამა-შვილის ერთობლივი პროვოკაცია, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ამაზე, მაგრამ მაინც...

იმიტომაც მწერდა "ფეისბუქზე" მამაჩემზე ნარკობარიგა იყოო, ეტყობა უნდოდა, რომ ავვარდნილიყავი, მაგრამ მაგან არ იცის, რომ უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული :)))

ეს არის ადამიანი, რომელიც ვერცერთი მთავრობის დროს ვერ ჩამოდის საქართველოში, ნეტა რატომ? თუ მე მასთან საუბარი მექნებოდა, იმდენი რამე მაქვს სათქმელი, გინება რა საჭიროა, გინება რა არის იმასთან, რაც ამ ადამიანს შემიძლია ვუწოდო, ერის გამყიდველი და ფსბ-ს ნომრიანი აგენტია, ამაზე უარესი რა უნდა უთხრა ადამიანს?", - წერს ნადარეიშვილი.

პრესაში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ზაზა გაბედავას და ანი ნადარეიშვილის ინტერნეტ-მიმოწერა იყო გადმოცემული. მიმოწერის დროს ნადარეიშვილი და გაბედავა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს სასამართლოს ეზოში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლოზუნგებით შეიკრიბნენ, თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პროცესის დასრულებას.

მას შემდეგ, რაც ახალაიას პროცესზე დამსწრეები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ, ეზოში შეკრებილებმა ისინი სასტვენების ხმაზე გააცილეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მოხდა მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შედეგადაც ნანა კაკაბაძესთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს ეზოში მოსული გიორგი გაბედავა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს