ოლეგ იაძე: "მასტერას" ყოფილი აგენტები მებრძვიან და ბიზნესში წილს მთავაზობენ"

ოლეგ იაძე: "მასტერას" ყოფილი აგენტები მებრძვიან და ბიზნესში წილს მთავაზობენ"

კასპის გამგებელ ოლეგ იაძესა და არასამთავრობო ორგანიზაცია "გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელის" ხელმძღვანელ გიორგი ბეჟიტაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. გამგებელი ბიზნესმენის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ბეჟიტაშვილი საკუთარი ბიზნესის ლობირების სანაცვლოდ, მას წილში ჩაჯდომას სთავაზობდა. იაძეს ბეჟიტაშვილისთვის ლობირება სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა გაეწია, რაზეც უარი მიიღო. ამასთან, გამგებლის თქმით, ამჯერად, არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით ყოფილი "კუდის" უფროსი გიორგი გერმისაშვილი ებრძვის და ბეჟიტაშვილიც ყოფილი ძალოვნების აგენტია.

"ეს პიროვნება არის კუდის და სოდის აგენტი. მას "მასტერა", გვარად დგებუაძე (ამჟამად დაკავებული, კუდის ყოფილი უფროსი) მფარველობდა. სანამ რეგიონის დონეზე სახელშეცვლილი დეპარტამენტები ამ ხალხისგან არ გასუფთავდება, მათ შორის კასპის კუდის უფროსი გერმისაშვილისგან, მანამდე ქვეყანა არ დალაგდება. ისინი არა ოლეგ იაძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკას ებრძვიან", - აცხადებს იაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა