დავით ზურაბიშვილი - "ოცნების "ვერხუშკა" შეეკრა ნაცებს და პროკურატურა კვლავ გავსებულია ძველი კადრებით"

დავით ზურაბიშვილი - "ოცნების "ვერხუშკა" შეეკრა ნაცებს და პროკურატურა კვლავ გავსებულია ძველი კადრებით"

განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართული კოჰაბიტაციის არსს განმარტავს.

"რა არის კოჰაბიტაცია? ეს არის ნაცმოძრაობა რომ დამარცხდა არჩევნებში, მაგრამ მაინც ყველგან ისინი არიან, იმიტომ რომ ამერიკა იცავს მათ, ამასობაში კი ოცნების ვერხუშკა შეეკრა ნაცებს და პროკურატურა კვლავ გავსებულია ძველი კადრებით, რადგან ბიძინას სიმართლეს უმალავს გაიძვერა გარემოცვა, ანუ რესპუბლიკელები, რომლებიც მფარველობენ კუბლაშვილს და ებრძვიან ღარიბაშვილს, რათა დააასუსტონ ბიძინა და მერე ნაცებთან ერთად მოაჯდნენ საქართველოს და გააჭენონ ამერიკისკენ.

და ეს ყველაფერი წერებულა ჯერ კიდევ არისტოტელეს "პოეტიკის" დაკარგულ ნაწილში, კომედიაზე რომაა, წინასიტყვაობად, მაგრამ რად გინდა? თარგმნილი არაა...", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს