საპატრიარქოსა და მეუფე კალისტრატეს ქუთაისური ქონება

საპატრიარქოსა და მეუფე კალისტრატეს ქუთაისური ქონება

საქართველოს საპატრიარქო და ეპარქიების წარმომადგენლები სხვადასხვა კერძო კომპანიებისა თუ დაწესებულების მფლობელები და თანამფლობელი არიან. საკუთარი შემოსავლებისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული დაფინანსების გარდა, საქართველოს საპატრიარქოსთვის მხოლოდ იმერეთის რეგიონში არსებული რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა წლებში გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა - 552 000 ლარია.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო დირექტორი - შოთა მარგალიტაშვილი, იგივე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე. მეუფეს საკუთრებაშია აგრეთვე კერძო კომპანია, შპს "გელათის წყარო". აღნიშნული შპს 2010 წლის სექტემბერში კვების პროდუქტების მწარმოებელ-დისტრიბუტორ საწარმოდ არის რეგისტრირებული და მისმა საწესდებო კაპიტალმა ქონებრივი შენატანით 63.250 ლარი შეადგინა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა