ბეგი სიორიძე: "თხილის გადამყიდველებისგან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შედის"

ბეგი სიორიძე: "თხილის გადამყიდველებისგან ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ შედის"

ოზურგეთში თხილის ფასს ბიზნესმენი ბეგი სიორიძე და მისი გუნდი არეგულირებს, რომლებიც გზას უკეტავენ ინვესტორებს და თხილის ფასს ხელოვნურად დაბლა წევენ. ამის შესახებ 16 აგვისტოს "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების შეხვედრისას ითქვა. აღნიშნულ ინფორმაციას მწვავე რეაქცია მოყვა თავად ბიზნესმენ ბეგი სიორიძისგან, რომელმაც ჟურნალისტებს ამ თემებით დაინტერესება და სიტუაციაში გარკვევა მოსთხოვა.

"გურიაში დაახლოებით 15 000 ტონა თხილი მოდის. შარშან ჩვენმა საწარმომ სულ 500 ტონა თხილი მიიღო, 14 500 ტონა სად წავიდა? ეს არის, სულ მცირე 2 ლარზე ნაანგარიშებით, 29 მილიონი ლარი, სად წავიდა ამ ღირებულების თხილი? აქედან ბიუჯეტში რა თანხა შევიდა და თუ გადაიხადა, რომელიმე საწყობმა, რომელიმე გადამყიდველმა? ხის ძირში რომ ქალი ზის და თხილს იბარებს, მას ყოველდღე მიაქვს სახლში, მინიმუმ 200 ლარი, საიდანაც ერთ თეთრს არ იხდის ბიუჯეტში. ამ ქალების სახელი და გვარი მოსახლეობამ არ იცის, მაგრამ იცის ბეგი სიორიძის სახელი. რადგან მე მაქვს დიდი საწარმო, ამიტომ მე ვარ ქვეყნის დამაქცევარი? ხალხს გადამყიდველები ეუბნებიან, ჩვენ რა შუაში ვართ, ბეგი სიორიძემ დააგდო ფასიო. დაიჯერა გლეხმა და გაიმეორა", - აცხადებს ბიზნესმენი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ