3 თვის ბავშვის სხეული ალდება

3 თვის ბავშვის სხეული ალდება

ტამილნადუს შტატის (ინდოეთი) მკვიდრი, 3 თვის რაჰული უიშვიათესი დაავადებით იტანჯება - პატარას სხეული ალდება, რაც მის სხეულზე ძლიერი დამწვრობის გაჩენას იწვევს.

რაჰულის დაავადება ცნობილია ადამიანის სპონტანური აალების (Spontaneous Human Combustion) სახელწოდებით. ისტორიის მანძილზე მსოფლიოს მსგავსი დაავადების 200-მდე შემთხვევა ახსოვს. რაჰულის სხეული ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე ალდება. თვითაალება პატარას დაბადებიდან 9 დღის შემდეგ დაეწყო. დედამ, სახელად რაჯესვარმა ჩვილი საძინებელში დაძინებული დატოვა. მოგვიანებით დამწვრის სუნი იგრძნო და ოთახში საშინელი სურათი დახვდა - პატარა რაჰულს მთელი სხეული წყლულებით ჰქონდა დაფარული. მეზობლებს ეგონათ, რომ ბავშვი დედამ დაწვა.

პატარა გამუდმებით ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მსოფლიოში ვერცერთი ექიმი სვამს ზუსტ დიაგნოზს, თუ რა იწვევს ადამიანის სხეულის აალებას. პატარა რაჰულსაც ვერავინ შველის. მის საძინებელში წყლით სავსე უამრავი ბოთლი და სველი პირსახოცია, რათა მორიგი აალებისას ბავშვის სხეულზე ცეცხლის კერა მაშინვე ჩააქრონ და ბავშვი სიკვდილისგან იხსნან. ადამიანის სპონტანურ აალებაზე არაერთი მეცნიერი მუშაობდა, თუმცა უშედეგოდ. ფაქტების იშვიათობისა და ანომალურობის გამო ეს დაავადება დღემდე ამოუხსნელ მოვლენად ითვლება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს