სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

1997 წელს ბაზარზე სმარტფონების გამოჩენის შემდეგ ახლომხედველთა რიცხვი 35%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს ბრიტანელი ოფთალმოლოგი დევიდ ელამბი ავრცელებს. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ახლომხედველი ბავშვების რაოდენობა კი შესაძლოა, კიდევ 50%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ Business Standard წერს.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი სახიდან 18-30 სმ-ის დაშორებით უჭირავს, ხოლო გაზეთი და წიგნი 40 სმ-ის დაშორებით.  "უნდა შეიზღუდოს სმარტფონების მოხმარების დრო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გავაკონტროლოთ, რომ პატარა ბავშვებმა არ გამოიყენონ სმარტფონები", - აცხადებს ელამბი.

ექიმის თქმით, თანამედროვე ბავშვების თაობა ახლომხედველობის განვითარების განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში შედის. დღეს სმარტფონებს 7 წლის ბავშვებისთვისაც კი ყიდულობენ.

მომზადებულია business-standard.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს